Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

სომხეთის ბირთვული ელექტროსადგური მსოფლიოს ყველაზე საშიში რეაქტორია?

ავტორები: Marianne Lavelle და Josie Garthwaite

Map showing Metsamor nuclear power plant in Armenia

მეცამორის ბირთვული ელექტროსადგური 36 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს დედაქალაქიდან, რომელიც ამავე დროს ყველაზე დიდი ქალაქიცაა. მისმა მდებარეობამ სეისმურ ზონაში კვლავ მიიპყრო სპეციალისტთა ყურადღება იაპონიის ბირთვული კრიზისის შემდეგ.

როდესაც სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო 1969 წელს, ეს იყო პირველი წყალზე მომუშავე ატომური რეაქტორი - VVER 440, მოდელი 230, რომელიც საბჭოთა კავშირში შემუშავდა 1956-70 წლებში. იგი იგივე კონსტრუქციის არ იყო, რაც ჩერნობილის, რომელშიც ბირთვული რექციის მართვისათვის (შენელება-აჩქარებისათვის) მყარი გრაფიტი გამოიყენებოდა

თუმცა, წყლის ბირთვულ რეაქტორს (VVER 440) იგივე მახასიათებელი აქვს, რაც ჩერნობილის ელექტროსადგურის რეაქტორს, ეს კი მისი ახლოს მცხოვრები მოსახლეობისთვის განუწყვეტელი შეშფოთების მიზეზს წარმოადგენს, რადგან არ გააჩნიათ მისგან გამოწვეული საფრთხის შემაჩერებელი სტრუქტურული მოწყობილობა.

ნაცვლად ამისა, წყლის ბირთვულ რეაქტორს (VVER 440) გააჩნია „ავარიის ლოკალიზაციის სისტემა“, რომელიც შიქმნილია იმისთვის, რომ შეაკავოს მცირე გაჟონვები. დიდი მასშტაბის მქონე გაჟონვის შემთხვევაში, ეს სისტემა მოახდენს მის ვენტილაციას  პირდაპირ ატმოსფეროში. „ისინი ვერ გაუმკლავდებიან პირველი ციკლის დიდმასშტაბიან ავარიებს. ისევე როგორც საბჭოთა ელექტროსადგურების უმეტესი ნაწილის მუშაობისას, VVER 440 V230-ის მოდელის ენერგორეაქტორის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება უსაფრთხოების ხარჯზე ხდებოდა“ – ასეთი დასკვნა გაკეთდა 1997 წ. NEI's Source Book–ში საბჭოთა ბირთვული ელექტროსადგურების შესახებ.

ვრცლად: NATIONAL GEOGRAPHIC - Daily News