Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ქართველები უცხოეთში

969b28c905ab

ქართველები უცხოეთში

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში დიასპორის დღე წელს პირველად აღინიშნა, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად. გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით “ქართული დიასპორა” და  შედგა, ამავე მუზეუმის დირექტორის, გიორგი კალანდიას წიგნის “აჰმედ მელაშვილი – ჩვენებურების ბელადი” პრეზენტაცია. წიგნი გიორგი კალანდიას თურქეთში სამჯერ, მოგზაურობის შემდეგ დაიწერა. “აჰმედ მელაშვილზე დღემდე არ არსებობდა წიგნი. არა და იგი არის ჩვენებურთა ბელადი. კაცი, რომელიც ერთნაირი სიყვარულით ემსახურებოდა თურქეთსაც და საქართველოსაც. ის, რომ დღეს თურქეთში ქართველები ქართულად საუბრობენ სწორედ მისი დამსახურებაა.” – აღნიშნავს წიგნის ავტორი. წიგნი შპს “ ჩვენებურების”, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის, ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ინსტიტუტის და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა და აჰმედ მელაშვილის მთელი ცხოვრება და მოღვაწეობაა ასახული. იგი 1980 წელს გარდაიცვალა. “იმის მოკვლა, იმის ამ ქვეყნიდან წასვლა ჩვენთვის დიდი ტრაგედია იყო. იმას რომ ეცოცხლა ახლა თურქეთში ქართული კულტურა უფრო მეტ ხალხს ეცოდინებოდა, უფრო მეტი ჩვენებური შეითვისებდა საკუთარ ფესვებს. უფრო მეტს მიეცემოდა ქართული ცხოვრების ნიჭი.” – გადმოგვცემს ოზმან ნორი მერიჯანი. ადამიანები, რომლებიც მას იცნობდნენ ან გადმოცემით იციან მასზე თვლიან, რომ ეს გამოცემა არის პირველი მცდელობა, შექმნილიყო ვრცელი ნაშრომი იმ ადამიანის შესახებ, რომელმაც ფასდაუდებელი შრომა გასწია, ყველას გაეცნო მისი ისტორიული სამშობლო – საქართველო. თუმცა, სამწუხაროდ მისი ღვაწლი არც ისტორიულ და არც შეძენილ სამშობლოში სათანადოდ არ დაფასებულა. წიგნში ლია ჩლაიძე იხსენებს: “ხშირად მითქვამს მისთვის – აჰმედ, შენ თურქეთის ქართველების ილია ჭავჭავაძე ხარ, მეთქი. ვაი, რომ სიკვდილიც ილიასნაირი ქონდა. მის გარშემო ყოველთვის იკრიბებოდა თურქეთის ქართველობა. ის აძლევდა ტონს მის ეროვნულ თვითშეგნებას, მისი ავტორიტეტი უდიდესი იყო. ამ ორი მოღვაწის ცხოვრებაში ბევრი რამ ერთმანეთს გავდა. როგორც ილიას სიკვდილმა გააერთიანა სრულიად საქართველო, აჰმედის კუბოსთანაც მთელი მცირე აზიის კავკასიური ელემნტები გაერთიანდა. იქ ერთმა აფხაზმა მწერალმა თქვა: არ იტიროთ აჰმედ მელაშვილი, რადგან ასეთი ადამიანის წასვლის შემდეგ კი არ გლოვობენ, არამედ ცდილობენ მასავით იცხოვრონ.” გამოფენა კი დავით არსენიშვილის სახელობის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია პროექტ “ჩვენებურების” მიერ საქართველოს საზღვრებს გარეთ არქივებში მოძიებული და ხელოვნების სასახლეში დაცული ექსკლუზიური მასალა. მათ შორის არის: წმინდა საბას ლავრა, XIX საუკუნის ფოტო - იერუსალიმი. ახტანის ქართული ტაძარი – თანამედროვე სომხეთი XIX საუკუნის ფოტო. ხიდი მდინარე არტანუჯზე- თანამედროვე თურქეთი – XIX საუკუნის ფოტო. აშოტ კურაპალატის საფლავი არტანუჯში – თანამედროვე თურქეთი – ალექსანდრე როინაშვილის ფოტო – XIX საუკუნე. აჰმედ მელაშვილის ფოტოები. ქართული სახლი იმერხევში – თანამედროვე თურქეთი XX საუკუნის დასაწყისი. ლაზი მუსიკოსები – თანამედროვე თურქეთი – XIX საუკუნის. სოფიო გურიელის – გურიის უკანასკნელი დედოფლის საფლავის ფოტო, რომლის საფლავიც დაკარგულია და ფოტოც უცნობი ავტორისაა. სოლომონ II-ის საფლავი. როგორც გიორგი კალანდია აღნიშნავს: “ეს არის გამოფენა, რომელიც მთელს მსოფლიოში ქართველთა ისტორიულ კვალს ეძღვნება. იწყება თურქეთიდან და მთავრდება ავღანეთით. არის ძალიან ბევრი ძვირფასი და უცნობი მასალა. აქვე არის წარმოდგენილი აჰმედ მელაშვილის უნიკალური ფოტო კოლექცია, რომელიც საქართველოში პირველად გამოიფინა, მისი ნივთები და ხელნაწერები, ჟურნალ “ჩვენებურებ”-ის პირველი ნომერი და მისი ტყვიის ანაბეჭდი. ამით ჩვენ საფუძველს ვუყრით ჩვენს მუზეუმში ეგრეთ წოდებული, “ჩვენებურთა” სამუზეუმო ფონდის შექმნას. ქართველები მთელს მსოფლიოში განსაკუთრებით ხელოვნებაში არიან განთქმულნი და არ გვინდა, რომ მათი ნაღვაწი და ნამუშევარი დაიკარგოს ისე, რომ საქართველოს არ ჰქონდეს. ვფიქრობ, რომ ქართველები უცხოეთში ამას ნამდვილად იმსახურებენ.”