Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

Fereidani.ge - მოგზაურობა დროში ანუ ფერეიდანი

6b0c3c0301c5

სურათზე (მარჯვნიდან მარცხნივ): აჰმად მულიანი (კახა მულიაშვილი), გიორგი ალავერდაშვილი (საიტის ავტორი), ივანე ჯაფარიძე.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში კავშირ-პოეტურ ორდენ „მარადახალი ქნარის“, რომლის ხელმძღვანელი მიხეილ ღანიშაშვილია, მუდმივმოქმედი „ლიტერატურული სემინარების“ მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ამჯერად გიორგი ალავერდაშვილის საიტის Fereidani.ge-ს პრეზენტაცი შედგა. საიტი ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებზე მოგვითხრობს და მასზე 187 თემა არის განთავსებული.


ყველაფერი კი ასე დაიწყო: „2005 წლის 7-13 ოქტომბრის გაზეთ „ახალი აზრის“ N 39-ში დაიბეჭდა გელა ზედელაშვილის ინტერვიუ გაზსერვისის დირექტორ ბატონ ზურაბ კაპანაძესთან - „კავკასიონზე ახალი მწვერვალია „ფერეიდნელი ქართველი“ (რა აწუხებთ ირანში მცხოვრებ გურჯებს?!)“, რომლის წანამძღვარში ვკითხულობთ: „ზურაბ კაპანაძე მოყვარულ მთამსვლელთაგან ერთ-ერთი პირველია, რომელმაც საქართველოდან ირანში ალპინიზმის ფანჯარა გაჭრა და ფერეიდნელ კოლეგებს დაუმეგობრდა. იგი მწვერვალ დამალანდიდან თანამოაზრეებთან ერთად რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. როგორც თვითონ ამბობს, ამ ლაშქრობას სპორტული კი არა, კულტურული ხასიათი ჰქონდა, რომელსაც თან ნოსტალგია ახლდა“. ინტერვიუში აგრეთვე ვკითხულობთ: „ახლა მათ ტრადიციებზე საუბარი აღარ აკმაყოფილებთ, უფრო მეტ სიახლოვეს ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ მათთვის ასეთი უყურადღებობა ძალიან მტკივნეულია“, „ისინი იდეოლოგიაზე უფრო ამახვილებენ ყურადღებას, ქართული ენის სწავლას ცდილობენ. უნდათ, რომ ჟურნალ-გაზეთები მიიღონ, ქართული ტელე-რადიო გადაცემები ჰქონდეთ. ამჟამად ამ მხრივ ირანში პრობლემა აღარ არსებობს, ასეთი რამ იქ უკვე დასაშვებია“, „ისინი იმაზეც წუხან, რომ მათი შვილები სასწავლებლად ირანის დიდ ქალაქებში მიდიან და ხალხის მასაში ითქვიფებიან. ჯერ-ჯერობით სკოლებზე ლაპარაკი ზედმეტია. უბრალოდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ქართულ ენას საკუთარი ინიციატივით ასწავლიან, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი, ნიკოლოზ ბათუაშვილი გახლავთ. წერას ბევრი ვერ სწავლობს, მაგრამ გამართულად საუბარს ახერხებენ.“
ეს ინტერვიუ აღმოჩნდა ის ბოლო წვეთი, რომელმაც ჩემი მოთმინების ფიალა აავსო და უკვე გადავწყვიტე მემოქმედა, მაგრამ ჯერ მცირე ექსკურსი ჩემი ცხოვრებიდან. პირველად იყო ბატონ გურამ პატარაიას დოკუმენტური ფილმი „შორია გურჯისტანამდე“, რომელმაც, როგორც ყველა ქართველზე, ასევე ჩემზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, არასოდეს დამავიწყდება მსხვილი პლანით გადაღებული ფერეიდნელი ქართველების სახეები, განსაკუთრებით კი - სევდაჩაგუბებული თვალები. ამ ფილმმა ჩემში რატომღაც მოუნანიებელი ცოდვის შეგრძნება წარმოშვა, თითქოს შემრცხვა, როცა წარმოვიდგინე, ამ ხალხის წინაპრებმა რა ტანჯვა-წამება გადაიტანეს და მე კი ყოველმხრივ უზრუნველყოფილი და ბედნიერიც კი ვიყავი. მას შემდეგ ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ როგორ შემეძლო რაიმეთი მაინც პატივი მიმეგო ამ ხალხისათვის და არარსებული მორალური ვალი მომეხადა. მაშინ გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ჩავსულიყავი ფერეიდნამდე, გამევლო იგივე გზა, რაც ამ ხალხმა ფეხით გაიარა 400 წლის წინ, ფეხი დამედგა იმ მიწაზე, სადაც ჩემი „თანაფესვები, ძმები და თანაერი, თბილსისხლიანი ქართველები“ (ახალგაზრდა ფერეიდნელი ქართველის, პატრიოტი-მასწავლებელის საიდ მულიანის, იგივე გიორგი მულიაშვილის სიტყვები) ცხოვრობენ, თუნდაც ერთი მათგანისათვის შემესწავლებინა ქართული წერა-კითხვა და ვალმოხდილი დავბრუნდებოდი უკან. შემდეგ იყო ორი ფერეიდნელი ქართველის სტუმრობა თბილისში, რომლებმაც ფეხით გამოიარეს მთელი გზა, სამწუხაროდ, მე გვიან გავიგე და მათთან შეხვედრა ვერ მოვახერხე. და ბოლოს, "ჩვენებურების" კონცერტი ფილარმონიაში, რომლის შესახებ „იმედის“ არხზე შევიტყვე აჰმად მულიანთან (აჰმად მულიანი შემდგომში აღმოჩნდა გიორგი მულიაშვილის ძმა, იგივე კახა მულიაშვილი) ინტერვიუს დროს, რომელიც ორგანიზებული იყო მეტად ცნობილი ქალბატონის მიერ. ჯერ გადავწყვიტე, დავკავშირებოდი ამ ქალბატონს, მაგრამ მერე გადავიფიქრე, რადგან რაბინდრანათ თაგორის სიტყვებისა არ იყოს: „ბალახის ღერო არ ცდილობს ბაობაბის ხედ გადაიქცეს, ამიტომ დედამიწა მომხიბვლელი მწვანით იმოსება.“

გაზეთ „ახალ აზრში“ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ დავუკავშირდი ბატონ ზურაბ კაპანაძეს, რომელმაც ბევრ საინტერესო ნიუანსებზე მესაუბრა და დამაკვალიანა კიდეც, რაზედაც კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას. ბატონმა ზურაბმა მომცა თავისი მეგობრის, ფერეიდანში მცხოვრები ბატონ რევაზ დავითაშვილის ტელეფონის ნომერი, რომელსაც იმ საღამოსვე დავუკავშირდი, ვესაუბრე ჩემი მიზანის შესახებ, რაც ძალიან სიხარულით მიიღო და აღმითქვა, რომ დამეხმარებოდა ნიკოლოზ ბათუაშვილის (იმამყული ბათვანის) კოორდინატების მოძებნაში. მეორე დღესვე სასურველი ნომერი ჩემთვის უკვე ცნობილი იყო და ახლა მას დავუკავშირდი. რა თქმა უნდა, ბატონმა ნიკოლოზმაც მეტად გაიხარა ჩემთან საუბრით, დამპირდა, რომ თუ მე ფერეიდანში, უფრო სწორად მარტყოფში მართლა ჩავიდოდი, დამახვედრებდა ქართული წერა-კითხვის შესწავლის მსურველ პიროვნებებს (აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბატონ რევაზთან და ბატონ ნიკოლოზთან საუბრები ყოველთვის ქართულ ენაზე მიმდინარეობდა).

მოკლედ, გავემგზავრე ფერეიდანში და უნდა ავღნიშნო, რომ ძალიან სტუმართმოყვარე და თბილი ხალხია. დანარჩენს კი საზოგადოება საიტიდან შეიტყობს.“ - გვითხრა გიორგი ალავერდაშვილმა.


საიტის პრეზენტაციას საქართველოში ირანის საელჩოს კულტურის ატაშე ეჰსან ხაზაი და სტუმარი ფერეიდანიდან კახა მულიანი ესწრებოდნენ.
„მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და მოხარული ვარ, რომ, როგორც საელჩოს წარმომადგენელი ვესწრები ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებას. მიუხედავად, იმისა, რომ არ ვიცი ქართული ენა ძალიან ხშირად ვსტუმრობ აღნიშნულ საიტს და მინახავს მასზე განთავსებული მასალები და სურათები. შეიძლება ითქვას, რომ ეს საიტი არის, ერთგვარი კულტურული დაწესებულება, საგანძური, რომლისგანაც ძალიან ბევრი სასარგებლო ინფორმაციის მიღება შეიძლება. როდესაც ჩვენ ორ ქვეყანას შორის კულტურულ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია უნდა გამოვიყენოთ და ვისარგებლოთ მსგავსი საიტებით. ამ საიტის არსებობა ნიშნავს, რომ ირანსა და საქართველოს შორის ყოველთვის არსებობდა, არსებობს და იარსებებს კულტურული ურთიერთობები. ჩემი თხოვნა იქნა ავტორის მიმართ, რომ იქნებ სპარსულ ენაზეც გააკეთონ მსგავსი საიტი.“ - ამბობს ირანის საელჩოს კულტურის ატაშე ეჰსან ხაზაი.


„ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენთან ვიმყოფები. თითოეული თქვენგანი ჩემი და არამხოლოდ, ყველა ფერეიდნელი ქართველის ოცნება და სიზმარი ხართ. ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი გიორგი ალავერდაშვილს, რადგან მან შესძლო თანამედროვე ფერეიდანი საქართველოსთვის გაეცნო.“ - გვითხრა კახა მულიანმა.