Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღეროვანი უჯრედებისაგან შექმნილი თირკმელები

924642955-des-reins-recrees-partir-de-cellules-souches

ბრიტანელმა მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედებისა და ახალი ტექნოლოგიების საშუალებით ლაბორატორიაში ადამიანის თირკმელების შექმნა შეძლეს.

ეს კიდევ ერთი ახალი ამბავია ხელოვნური ორგანოების შექმნაში. გულისა და ღვიძლის შემდეგ შოტლანდიაში ედიმბურგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეძლეს ნამდვილი ადამიანის თირკმელების შექმნა ლაბორატორიაში. ამისათვის მათ გამოიყენეს ადამიანის ამნიოკური სითხე და ცხოველთა ნაყოფის უჯრედები. ეს არის იმედისმომცემი ტექნოლოგია, რომლის გამოყენებაც ათიოდე წლის შემდეგ შეიძლება პაციენტებთან.

 „ეს ცოტათი სამეცნიერო ფანტასტიკას წააგავს, მაგრამ სულაც არ არის. მიზანი ადამიანის ღეროვანი უჯრედებისაგან ფუნქციური ორგანოს მიღებაა. ჩვენ ამით საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიეთ. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რაღაც, რომელსაც  ნორმალური ჩანასახური თირკმლის შემადგენლობა აქვს“, განუმარტა Telegraph-ს ფსიქოლოგმა ჯეიმს დავიმ (Jamies Davies). ჯერჯერობით ხელოვნური თირკმელი მხოლოდ ნახევარი სანტიმეტრი სიგრძისაა, ანუ ჩანასახის ორგანოს ზომის. მაგრამ მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ის გაიზრდება და მოზრდილი ადამიანის თირკმლის ზომას მიაღწევს, თუ მას პაციენტს გადაუნერგავენ.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://fr.news.yahoo.com/68/20110412/tsc-des-reins-recrs-partir-de-cellules-s-04aaa9b.html