Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ჩერნობილის ახალი სარკოფაგი, ფარაონული პროექტი

2670543843-le-nouveau-sarcophage-de-tchernobyl-un-projet-pharaonique
ორმოცდაათი ქვეყნის წარმომადგენლები და ევროკომისიის პრეზიდენტი, ხოსე მანუელ ბაროზო (José Manuel Barroso), 19 აპრილს შეიკრიბნენ კიევში, რათა შეეგროვებინათ 740 მილიონი ევრო, თანხის სწორედ ეს რაოდენობა აკლდებათ კატასტროფიდან ოცდახუთი წლის შემდეგ ჩერნობილის რეაქტორის ახალი საიზოლაციო პროტექტორის დასასრულებლად. „ შესაწირის ოდენობამ, რომლის შესახებაც ამ დილით გამოაცხადდა, 550 მილიონი ევრო შეადგინა“, განაცხადა საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა, ფანსუა ფიიონმა (François Fillon) კონფერენციის შემდეგ და დაამატა, რომ „ქვეყნები, რომლებმაც დღეს ვერ შეძლეს ზუსტი ციფრის დასახელება, ძალიან მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას“.

როგორი დაცვის მექანიზმი ექნება ჩერნობილს ოცდახუთი წლის შემდეგ?

1986 წლის 26 აპრილს, 13 სთ 23 წთ, უკრაინაში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის n° 4 რეაქტორი, სადაზღვევო ტესტის ჩატარების დროს, მანიპულაციური შეცდომების შედეგად აფეთქდა. აფეთქებამ რაქტორის ზედა, 2000 ტონიანი ფილა ასწია. ბირთვული საწვავი ათ დღეზე მეტხანს იწვოდა და აფრქვევდა რადიოაქტიურ ელემენტებს, რომელიც ჰიროსიმაში ჩამოგდებული ბობმის მსგავსი ორასი ბომბის ექვივალენტური ინტენსივობის იყო. ამის შედეგები ევროპის საკმაოდ დიდ ნაწილსაც შეეხო, მაგრამ ძირითადად უკრაინა, ბელორუსია და რუსეთი დაზარალდა.

ხანძრის ჩასაქრობად და სადგურის გარშემო ზონის გასასუფთავებლად, სსრკ-მ ექვსასი ათასი „ლიკვიდატორი“ გააგზავნა, რომლებიც ოთხი წლის განმავლობაში მინიმალური დაცვის ქვეშ რადიაციის ძლიერი დოზების ზეგავლენას განიცდიდნენ. შვიდ თვეში და სასწრაფო ვითარებაში ისინი ააშენებენ სარკოფაგს რეაქტორის ყოფილ კედელზე, რომელიც ჯერ კიდევ შეიცავს დაახლოებით 190 ტონა ბირთვულ საწვავს.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://fr.news.yahoo.com/64/20110419/tsc-le-nouveau-sarcophage-de-tchernobyl-d5141e8.html