Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი გამოცემები

e41556244066

საქართველოს ხალხური რეწვის ოსტატები = Masters Of Georgia’s Traditional Crafts. – თბ.: შპს „სეზანი“, [2008]. – 152 გვ.
ISBN 99940-65-93-9

წიგნი წარმოადგენს ორენოვანი, ქართულ-ინგლისური იდენტური ტექსტით გადმოცემულ კატალოგს ხალხური რეწვის ოსტატების შესახებ. ეს არის სარეკლამო-ინფორმაციული მასალა უძველესი ტრადიციების პოპულარიზაციისა და აღორძინების თაობაზე.
უძველესი ტრადიციების მქონე სოფლები XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე კავკასიური კულტურისა და ფასეულობების დაკარგვის წინაშე აღმოჩნდნენ. საქართველოს რეგიონებში მიგრაციის პროცესების მაჩვენებელმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. სწორედ ამ მტკივნეული საკითხის გადაჭრას ემსახურება ფესტივალი „არტ-გენი“, რომელსაც აქვს მრავალპროფილიანი საერთაშორისო ფორმატი და სახალხო ზეიმის სახე. ექსპედიციების დროს გადაღებული და ჩაწერილი ყველა ოჯახი შემდგომში ფესტივალზე წარდგა.
კატალოგი წარმოადგენს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ფართო მიმოხილვას, მათ შორის ქართლის, კახეთის, ხევსურეთის, მესხეთის, იმერეთის, რაჭის, სვანეთ-სამეგრელოსა და აჭარა-ლეჩხუმის მხარეების. მისი დედაქალაქი კი საუკუნეების განმავლობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდა. აქ გადიოდა სავაჭრო გზები აღმოსავლეთ ამიერკავკასიისა და წინა აზიისაკენ.
კატალოგს წინ უძღვის მისი უდიდებულესობის ბრიტანეთის ელჩის დონალდ მაკლარენის წინასიტყვაობა.