Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

CIA უხილავი მელნის საიდუმლო ფორმულას აქვეყნებს

უხილავი მელნის წარმოების მეთოდს, რომელიც პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული საიდუმლოდ ინახებოდა, გასულ კვირას საჯაროდ მოჰფინა ნათელი ამერიკულმა სადაზვერვო სააგენტომ. აშშ-მ თავის უძველეს კონფიდენციალურ დოკუმენტებს ახადა ფარდა. 1917-1918 წლებიდან დღემდე არასოდეს უხილავს მზის სინათლე CIA-ს (Central Intelligence Agency) მიერ „საიდუმლოდ“ კვალიფიცირებულ ექვს დოკუმენტს. როგორც AFP (საერთაშორისო პრესის სააგენტო) იტყობინება, ისინი დეტალურ ინფორმაციას შეიცავენ უხილავი მელნის წარმოების შესახებ.  „ეს დოკუმენტაცია თითქმის სუკუნის მანძილზე იყო იდუმალებით მოცული, სანამ უახლესი ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად არ მოხერხდა მათი გაშიფვრა“, განაცხადა ლეონ პანეტამ (Leon Panetta), ამერიკული სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა. და მაინც, ის ტექნოლოგიური პროგრესი, რომელსაც ის ახსენებს, ისევ გასაიდუმლოებულია. გაშიფრული დოკუმენტაციის მიხედვით, უხილავი მელნის წარმოების ერთ-ერთი მეთოდი რკინის სულფატისა და კალიუმის ციანიდის, ან ბრინჯის სახამებლისა და მელნის, ან წყლის ურთიერთშერევაა, აზუსტებს საინფორმაციო სააგენტო AFP. დაფარული ნაწერის დანახვა კი  წყლის, კალიუმის იოდიდისა და ძმარმჟავას ნარევის წასმითაა შესაძლებელი.

უხილავი მელანი ანტიკური ხანიდან გამოიყენებოდა შეტყობინებების გასაგზავნად, მტერს მათი გაგება რომ ვერ შეძლებოდა.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://fr.news.yahoo.com/68/20110420/tsc-la-cia-dvoile-la-recette-de-lencre-i-04aaa9b.html