Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

თვით-აღმდგენი პოლიმერი ულტრაიისფერ სხივებზე აღიდგენს თავდაპირველ ფორმას


თვით-აღდგენის უნარის მქონე მასალას, როგორებიცაა თვით-აღმდგენი საღებავი და პოლიმერი, მალე გამოიყენებენ მრავალი, მკვრივი და გამძლე, ზოგ შემთხვევაში კი - უსაფრთხო პროდუქციის საწარმოებლად.

თვით–აღმდგენ მასალას მომავალში გამოიყენებენ, თუმცა არც ისე შორეულ მომავალში. მაგალითად, NASA (National Aeronautics and Space Administration) გეგმავს ავიალაინერების სწორედ ამგვარი მასალით შეფუთვას მომდევნო 20 წლის განმავლობაში. უკვე წარმოადგინეს დრეკადი, თვით–აღმდგენი ბეტონის მსგავსი მასალა, თუმცა ჯერ მხოლოდ ლაბორატორიაში გამოსცადეს. ამჟამად Case Western Reserve უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ამერიკელ და შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად, წარმოადგინეს თვით–აღმდგენი პოლიმერი, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ მხოლოდ ერთი წუთით ყოფნის შემდეგ აღიდგენს საკუთარ თავს.


ამ აღმოჩენისას მთავარი იყო პოლიმერების პოვნა, რომლებიც სინამდვილეში მართლაც პატარაა, თუმცა მოლეკულებთან ურთიერთქმედების დროს შეიძლება დიდი მოლეკულების მსგავსად მოქმედებდნენ. სუპერმოლეკულური ჯგუფის სახელით ცნობილი მექანიზმის მეშვეობით, ეს თვით–აღმდგენი პოლიმერები შედგება მცირე ზომის მოლეკულებისგან, რომლებიც გადაბმულია გრძელ, პოლიმერის მსგავს ჯაჭვად, ისინი მოლეკულების შესატყუპებლად ლითონის იონებს იყენებენ (ჩვეულებრივ, პოლიმერები შედგება მოლეკულების გრძელი ჯაჭვისგან, რომლებიც ძლიერი მოლეკულური ბმულების მქონე ათასობით ატომს შეიცავს).

ვრცლად (ინგლ.): POPSCI