Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

iPhone-ბი ფარულად აფიქსირებენ მათი მფლობელების ადგილსამყოფელს

(CNN) – Apple-ის ტექნიკა, როგორც ჩანს, ფარულად აფიქსირებს და ინახავს მონაცემებს მათი მფლობელების ადგილსამყოფელის შესახებ ისე, რომ ადამიანებმა ამის შესახებ არც კი იციან. ასეთი სტატია გამოქვეყნდა ოთხშაბათს, საიტზე სახელწოდებით - iPhone Tracker.

არაავტორიზებული ზედამხედველობა დაიწყო 2010 წელს, როდესაც Apple-ის მობილური ოპერატიული სისტემის უახლესი ვერსია გამოაქვეყნეს. ორი მკვლევარის განცხადებით, მათ აღმოაჩინეს ფარული სამეთვალყურეო ფაილი და გამოაქვეყნეს მომხმარებლების ინფორმირებისთვის.

Apple-ის წარმომადგენლობა მათ განცხადებას არ გამოხმაურებია.

მკვლევარებმა ინტერნეტში განათავსეს ონლაინ-პროგრამა, რაც საშუალებას მისცემს iPhone-ის ნებისმიერ მომხმარებელს, დროგამოშვებით შეამოწმოს მისი ადგილმდებარეობა, 2010 წლის ივნისის თვიდან, ეს ის დროა, როდესაც iOS 4.0 გამოაქვეყნეს.

პროგრამის შემქმნელები აცხადებენ, რომ ეს მონაცემები ინახება მომხმარებლის iPhone-ში, ან მესამე თაობის iPad-სა და კომპიუტერებში, რომლებიც ამ ტექნიკასთან სინქრონულ რეჟიმში მუშაობს. როგორც ისინი ამბობენ, არ არსებობს არანაირი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ მონაცემები, შეგროვების შემდეგ, გადაიგზავნება Apple-ზე.

”ფიჭური ტელეფონების პროვაიდერები აგროვებენ მსგავს მონაცემებს, როგორც მათი ოპერაციების გარდაუვალ ნაწილს. მაგრამ ეს ყველაფერი სხვებისთვის მიუწვდომელია. ჩვეულებრივ, მსგავს მონაცემებზე ხელმისაწვდომობისათვის საჭიროა სასამართლო ბრძანება, ამ შემთხვევაში კი მისი მოპოვება ადვილად შეუძლია ნებისმიერ პირს, ვისაც ხელი მიუწვდება თქვენს ტელეფონსა, თუ კომპიუტერზე” - წერენ ისინი.

ვრცლად (ინგლ.): CNN