Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ამერიკული აკადემიისათვის ახალი კამპუსი შენდება

ამერიკული აკადემიისათვის ახალი კამპუსი შენდება -

Zaldastanishvilisaxaliskola%20-%2026.4.11

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის ახალი კორპუსის საძირკველის ჩაყრის ცერემონიალს დაესწრო. თანამედროვე სტუდენტურ კამპუსს კომპანია ”ლისი დეველოპმენტი” აშენებს ლისის ტბის ტერიტორიაზე.

ახალი ტიპის შენობით აკადემია იქნება არა მხოლოდ სამაგალითო საგანმანათლებლო დაწესებულება, არამედ ეკოლოგიურად გამორჩეული ადგილიც. ე.წ. მწვანე კონცეფციით აგებულ შენობაში გამოყენებული იქნება ენერგიის დაზოგვის პრინციპები: ბუნებრივი განათება, გეოთერმული გათბობა, სპეციალური საკონტროლო სისტემები და ენერგიის დამზოგავი მასალები. ახალი სკოლის შენობა 4 ათასამდე კვადრატულ მეტრს დაიკავებს და აკადემიაში 280 მოსწავლე ისწავლის. მშენებლობა 2012 წლის ოქტომბერში დასრულდება.

ამერიკული აკადემია 2001 წელს ქართველმა ბიზნესმენმა, გივი ზალდასტანიშვილმა დაარსა. მიმდინარე 2011 წელი ამერიკული აკადემიის საიუბილეო წელია – სკოლას ათი წელი შეუსრულდა. აკადემიას 290 კურსდამთავრებული ჰყავს, მათი უმრავლესობა ჰარვარდის, იელის, პრინსტონის,  კოლუმბიის, ბრაუნისა და ემორის უნივერსიტეტებში, ამერიკის სამხედრო და საზღვაო აკადემიებში, მილანში ბოკონის უნივერსიტეტში, პარიზში ამერიკის უნივერსიტეტში, ლონდონში ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, შოტლანდიაში სენტ ენდრიუსის,   ედინბურგის უნივერსიტეტებსა  და მრავალ სხვა ამერიკისა და ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით,   ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, წარმატებული კერძო  სკოლების არსებობა ქვეყანას მხოლოდ აძლიერებს. სამინისტრო  აქტიურად თანამშრომლობს კერძო სკოლებთან და მზად არის მომავალშიც თავისი წვლილი შეიტანოს მათ განვითარებაში. 


[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]