Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ელენე რაქვიაშვილის - „იქ, სადაც შენი სახლია“

8b5bf1ef6119

28 აპრილიდან 6 მაისამდე თბილისის ისტორიის მუზეუმი,  ელენე რაქვიაშვილის ვიდეო, ფოტო და ინსტალაციას, სახელწოდებით, „იქ, სადაც შენი სახლია“ წარმოგიდგენთ.

პროექტი ელენე რაქვიაშვილის ვიდეო, ფოტოსა და ინსტალაციას მოიცავს. ავტორის მიზანია, წარმოადგინოს თბილისის ისტორიის მუზეუმში სივრცულ-კონცეპტუალური პროექტი, მხატვრული კონცეფცია, თამაში, რომელიც ადამიანში არსებულ უნიკალურ თვითმყოფადობას გამოავლენს. ინსტალაცია განთავსებულია როგორც დარბაზში, ასევე შიდა ეზოსა და შემოსასვლელში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სივრცულ-კონცეპტუალური ინსტალაციები: „ცხოვრების იღბლიანი ფერი“, „წრედი“, „ოცნება სიყვარულის შესახებ“, ფოტოინსტალაცია - „იქ, სადაც შენი სახლია“, „გამსინჯე“ და ვიდეო სახელწოდებით „გასაღები“. 

სხვადასხვა მასალის: ჭადრაკის ფიგურების, ქვევრებისა და ვიდეომასალისაგან შექმნილი კონცეპტუალური ნამუშევრები, ძირითადად უნიკალურის და ღირებულის წარმოჩენას ემახურება. მსოფლიო კულტურასთან შერწყმის პროცესში, ღვინის, როგორც ძირძველი საკულტო ერთეულის მიმართ დამოკიდებულების შეცვლას და  ღირებულებათა გადაფასებას.

 პროექტის მიზანია აგრეთვე, თანამედროვე ხელოვნების ხერხებით წარმოჩინდეს ქართული გენეტიკური კოდი და ტრადიცია მსოფლიო კულტურის ჭრილში, განსხვავებული თვისებები და კულტურა. 

ელენე რაქვიაშვილის პოზიცია ფართო და პირდაპირ მიდგომას გულისხმობს, რაც პროექტის იდეას უფრო მნიშვნელოვანს ხდის და საშუალებას გვაძლევს, სხვადასხვა კუთხით დავინახოთ დღევანდელი სინამდვილე.