Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საჯარო დაკვირვება ველური ფლორის სიის შესადგენად

logo_sauvages_de_ma_rue

საფრანგეთის "ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმი" და Tela Botanica-ს ქსელი იწყებს საჯარო დაკვირვებას – „ჩემი ქუჩის ველური ბუნება“ (Sauvages de ma rue). ეს ინიციატივა სთავაზობს პარიზის მოსახლეობას, მონაწილეობა მიიღონ პარიზის რეგიონის ფლორის ზუსტ აღწერაში. მაგრამ როგორ უნდა გახდე ბოტანიკოსი, თუკი არავითარი განათლება არ გაგაჩნია ამ სფეროში? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად  ჟურნალი Maxisciences ამ ინოვაციური მონაწილეობითი მექანიზმის ავტორებს შეხვდა.

ერთი შეხედვით პარიზი და მისი შემოგარენი თითქოს არ წარმოადგენს ნიადაგს ველური მცენარეების განვითარებისათვის. მაგრამ თუ უფრო ახლოდან დავაკვირდებით, შესაძლოა აღმოვაჩინოთ უამრავი სახეობა ხის ძირში თუ კედლის ღრმულში, ან სულაც ტროტუარის კიდეზე. ბიომრავალფეროვნება ზოგჯერ შეუმჩნეველია ქალაქის მაცხოვრებელთათვის, მაგრამ მნიშვნელოვანია მკვლევარებისათვის. მოქალაქეებისაგან გარემომცველ ბუნებაზე ყურადღების მისაპყრობად ბუნების ისტორიის ეროვნულმა მუზეუმმა  და ფრანკოფონულმა ბოტანიკურმა ქსელმა Tela Botanica-მ წამოიწყეს ახალი პროექტი „ჩემი ქუჩის ველური ბუნება“.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.maxisciences.com/plante/un-observatoire-public-pour-repertorier- la-flore-sauvage_art14291.html