მთვარიდან მომავალი მწვანე სხივი
ზოგჯერ, გაკვეულ პირობებში მზე მის ზედა კიდეზე შეიძლება მწვანედ ჩანდეს. ამჯერად იგივე ფენომენი დაფიქსირდა მთვარის ზედა ნაწილზე, ეს იშვიათი მოვლენა გამოაქვეყნა ჟურნალმა Sciences et Avenir – მეცნიერება და მომავალი.
მზის მწვანე ფერი არის სინათლის რეფრაქციით გამოწვეული ოპტიკური ფენომენი. ამგვარად, კარგ ატმოსფერულ პირობებში შესაძლებელია მზის ამოსვლისას, ან ჩასვლისას მწვანე ანარეკლის დანახვა, ან სულაც ამ ვარსკვლავის წვერი შეიძლება მწვანედ მოგვეჩვენოს."!--break-->
ჩილეში Cerro Paranal-ის ობსერვატორიაში 2635 მეტრის სიმაღლეზე 'ESO-ს (Observatoire européen austral – ევროპის სამხრეთ ობსერვატორია) ოფიციალურმა ფოტოგრაფმა, გერჰარდ ჰუდეპლმა (Gerhard Hüdepohl) შეძლო გამორჩეული კლიშეს შექმნა, რომელიც მთვარის მწვანე სხივის, უიშვიათესი ფენომენის, გამოჩენის საშუალებას იძლევა. კლიშე შეიქმნა შემთხვევით, რიდესაც ერთ დილით ასტრონომი მთვარის სურათებს იღებდა.
ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:
http://www.maxisciences.com/rayon-vert/un-rayon-vert-d-039-origine-lunaire_art14286.html
- Login to post comments