Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

გამოფენა - ქართული ტიხრული მინანქრის, ოქრომჭედლობისა და კერამიკის სახელოსნოები ფოკანი

ფოკანის სახელოსნოები

ფოკანის სახელოსნოები 7, 8, 9 და 10 მაისს, სასტუმრო Radisson BLU -ს საგამოფენო დარბაზში გიწვევთ მისი ნამუშევრების გამოფენაზე.
ექსპოზიცია ეწყობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და ეძღვნება ფოკანის სახელოსნოების დაარსებიდან 10 წლის იუბილეს.
  წარმოდგენილი იქნება ამ პერიოდის განმავლობაში ფოკანის სახელოსნოებში შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები როგორც კერძო კოლექციებიდან და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრებიდან, ასევე ახალი ნაკეთობები - მინანქრით, მიკრომოზაიკითა და ძვირფასი თვლებით მორთული ნივთები და ხელით მოხატული ფაიფურის ჭურჭელი.
  ფოკანის სახელოსნოები დაარსდა 2001 წელს. ქართული ტიხრული მინანქრის კეთების უძველესი ტრადიციების აღდგენის მიზნით, საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით და ფოკას წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ელისაბედის ძალისხმევით მონასტერში დაიწყო ამ ტრადიციების აღდგენა. დავით კაკაბაძის ხელმძღვანელობით აქვე დაარსდა ტიხრული მინანქრის სახელოსნო „ფოკანი“. მას შემდეგ ფოკანის სახელოსნოების შემოქმედებითი სფერო  ფართოვდება: 2005 წელს მუშაობას შეუდგა ფაიფურის სახელოსნო, 2007 წელს - მოზაიკისა და მიკრომოზაიკის სახელოსნო, 2010 წლიდან დაიწყო სამკაულების დამზადება.
 ფოკანის სახელოსნოების ნაკეთობების მთავარი განმასხვავებელი თვისება უძველესი ქართული ორნამენტისა და საიუველირო ხელოვნების ნიმუშების სტილის დაცვა, და მის საფუძველზე როგორც ტრადიციული კანონიკური წესების დაცვით საეკლესიო ნაკეთობების, ასევე თანამედროვე სამკაულების შექმნაა. ამით ფოკანი ახალ სიცოცხლეს სძენს ტრადიციებს.
  გამოფენაზე წარმოდგენილი საეკლესიო ნაკეთობები ამჟამად დაცულია: სამების საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში, უწმინდესისა და უნეტარესის საკუთრებაში, გეთსიმანიაში (მცხეთა), სამთავროს, ბოდბის, ფოკას მონასტრებში, ზარზმაში, მეუფე პეტრეს რეზიდენციაში.

ქართულ ფესვზე აღმოცენებული თანამედროვე ნივთები, ისეთივე მაღალი ხარისხისა და მხატვრული ღირებულებისაა, როგორიც უძველესი, საქართველოში შექმნილი ტიხრული მინანქრის ნიმუშები.  ერთადერთობა და განუმეორებლობა არის ფოკანის ყოველ  ნაკეთობაში - ის ან სრულად ხელით არის შესრულებული და ამით არის უნიკალური, ან იშვიათი ძვირფასი ქვით ან რაიმე სხვა კაზმულობით არის უნიკალური - მიკრო მოზაიკა (ამ ტექნიკით სამკაულები იტალიასა და საქართველოში მზადდება მხოლოდ), ტიხრული მინანქარი, იშვიათი ძვირფასი ქვები (მათ შორის ტანზანიტი), ურთულესი ტექნიკების ერთ ნაკეთობაში გამოყენება (ფილიგრანი, მინანქარი, თვალი; ან კიდევ ფილიგრანი, მოზაიკა, თვალი)
   ფოკანის ნაკეთობები მრავალ ეკლესია-მონასტერშია წარმოდგენილი, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ: ათონის მთაზე, ვატიკანში, ბარში (იტალია) -წმინდა ნიკოლოზის ეკლესია-მონასტრის მუზეუმში. სამების საკათედრო კომპლექსის აღსავლის კარი, ორი ბარძიმი, ტრაპეზი და სახარება ფოკანის ნამუშევრებს განეკუთვნება; მოზაიკის ხატი მატათას მთაზე და მრავალი სხვა.A

ფოკანის სახელოსნოების ნაკეთობების დასათვალიერებლად, შეგიძლიათ ესტუმროთ      ფოკანის  „facebook” - ის ფანპეიჯს ან საიტს: www.pokany.com
გამოფენის გახსნის დროს რამდენიმე დღით ადრე  შეგატყობინებთ.
საკონტაქტო პირი:    თინა გელეყვა 899 92 77 96
მარკეტინგის სამსახური – ფოკანის სახელოსნოები