Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

gamopenaze_05.05

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის “ლეონარდო და ვინჩი” გამარჯვებულები დააჯიდოვეს.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გრანპრი პროექტისთვის „რობოტი მზესუმზირა” კომაროვის ფიზიკა–მათემატიკური სკოლის მოსწავლეებს დავით ბულისკირიას და ლევან გაბისონიას გადაეცათ. ისინი მიმდინარე წლის ივლისში ინგლისში 4-კვირიანი სასწავლო ტურით გაემგზავრებიან. X-XII კლასების ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილითა და 5 000 ლარით პროექტის “საგანგაშო ღილაკი” ავტორი დიმიტრი კოლოტაური (სოფელ დიღმის სკოლა), მეორე ადგილითა და 3 000 ლარით პროექტის “ზამბარიანი რეოსტატი” ავტორი ლაშა ხუციშვილი (ახალციხის N5 საჯარო სკოლა) და მესამე ადგილითა და 2 000 ლარით პროექტის “მოძრაობის მაგნიტური გამაძლიერებელი” ავტორი ლაშა ჩალაძე (სოფ. აფენის N1 საჯარო სკოლა) დაჯილდოვდნენ.

 VII-IX კლასების ასაკობრივ კატეგორიაში საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი და 5 000 ლარი პროექტის “სახლის სეისმოგრაფი” ავტორი გიორგი მეშველიანი (კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა), მეორე ადგილი და 3 000 ლარი პროექტის “მწვანე უცხოპლანეტელი - 25” ავტორი თემურ ჩიჩუა (N4 საჯარო სკოლა), მესამე ადგილი და 2 000 ლარი პროექტის “წიგნი: რა ვაკეთოთ თავისუფალ დროს” ავტორი ლუკა მარკოზაშვილი (N31 საჯარო სკოლა). ასევე დასაჩუქრდნენ გრანპრისა და პირველ ადგილებზე გასული პროექტების წარმომდგენი სკოლები, ყველა მათგანს ინტერაქტიული დაფა(smartboard) გადაეცა.

სამინისტროს მიერ კონკურსში მონაწილე ყველა პროექტის ავტორი დიპლომებით დაჯილდოვდა. ფავორიტი პროექტები  კომპანიამ “ბილაინი” დააჯილდოვა, რომელმაც პროექტების “სარკინიგზო რელსების ორიგინალური გადაბმა” და “SMART-ივი განათების” ავტორებს მობილური ტელეფონები, პროექტის “ბარნაბა” ავტორს კი USB მოდემი გადასცა. ერთთვიან სტაჟირებას გაივლის კომპანია “ვისოლ ჯორჯია პეტროლიუმში” პროექტის “ფიზიკის ელექტრონული ლექსიკონი” ავტორი სალომე ყოფიანი. 10 პროექტის ავტორი დააჯილდოვა ჯურნალმა “ჯუნიორმა” ერთწლიანი უფასო ხელმოწერით,  გამომცემლობა “ლოგოს პრესმა სამეცნიერო-შემეცნებითი წიგნები “ლეონარდო და ვინჩი” და “მარკო პოლო” 19 მონაწილეს გადასცა.   

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის “ლეონარდო და ვინჩი” ფარგლებში ინოვაციური პროექტების გამოფენა ექსპო-ჯორჯიას  საგამოფენო პავილიონში მეორე დღეა მიმდინარეობს. კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა  და მისი მიზანი იყო მოსწავლეებში სწავლის დონის ამაღლება, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდების ინტერესის გაღვივება, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოვებული მოზარდების გამოვლენა,  შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით მათთვის სტიმულის მიცემა.

მოსწავლეთა ინოვაციური ნამუშევრების გამოფენა დღეს დაიხურება.

[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]