რადიაციის წყაროები - დაწყებული სიგარეტით, დამთავრებული - კომპიუტ. ტომოგრაფიული სკანერებით

რადიაციის რა დოზით სხივდებით? სპეციალური „ონ–ლაინ“ დანართი
იაპონიის ფუკუშიმა დაიჩის ბირთვული რეაქტორის ავარიის
შემდეგ ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, თუ რა დოზით ემუქრება ადამიანებს იონიზებული რადიაციის საფრთხე სხვადასხვა წყაროდან. (სია იხილეთ ქვემოთ). ჯერ–ჯერობით საფრთხის ყველაზე დიდ წყაროს წარმოადგენს სამედიცინო გამოსახულებების ამსახველი ტექნოლოგია (იხილეთ 2011 წლის მაისს გამოქვეყნებული სტატია: "Graphic Science: Exposed
"). ამერიკელები, წელიწადში, საშუალოდ, 3.1 მილიზივერტ რადიაციას (Sv - ზივერტი) სხვადასხვა ბუნებრივი წყაროდან იღებენ, მაგ. რადონის აირს - დედამიწაზე არსებული წყაროებიდან (ქარხნები, საწარმოები), ხოლო კოსმოსურ სხივებს - სამყაროდან. უსაფრთხოების დაცვის ექსპერტების განცხადებით, რეკომენდირეულია, რომ საზოგადოების რადიაციული დასხივების დოზა წელიწადში ერთ მილიზივერტზე ნაკლები იყოს, თუმცა, დოზირებულ ზღვარში არ იგულისხმება სამედიცინო პროცედურები, რადგან ისინი მიზნად ისახავენ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ქვემოთ მოცემულია ყველაზე გავრცელებული რადიაციული წყაროები:
რადიაციული დასხივების საშუალო დოზა მთელს სხეულზე (მილიზივერტებში):
ბუნებრივი წყაროდან წელიწადში (აშშ) : 3.1
აეროპორტის სკანერი: 0.0001
ბუნებრივი აირი (საჭმლის მომზადების დროს): 0.0004
მკლავის რენტგენი: 0.0001
ძვლის სიმკვრივის ამსახველი რენტგენი: 0.001
ავტოგზებზე მგზავრობისას, საშუალოდ, წელიწადში: 0.004
სტომატოლოგიური რენტგენი: 0.005
თვითმფრინავით მგზავრობისას (ხუთი საათის განმავლობაში): 0.017
დღეში ერთი კოლოფი სიგარეტის მოწევისას მთელი წლის განმავლობაში: 0.36
მამოგრამა: 0.4
ფუკუშიმას საგანგებო სამუშაოებზე მომუშავეებმა მიიღეს საათში საშუალოდ: 1.0
ტვინის ტომოგრაფული სკანირების დროს: 2.0
ფარისებრი ჯირკვლის სკანირებისას: 4.8
ტვინის სკანირებისას (ატომურ მედიცინაში): 6.9
მენჯის რენტგენის კომპიუტერული ტომოგრაფიული სკანირებისას: 10
კორონარული ანგიოგრაფიის დროს: 16
ასტრონავტი კოსმოსურ ხომალდზე ყოფნისას წელიწადში: 72.
წყაროები: National Council on Radiation Protection and Measurements; RadiologyInfo.org
ვრცლად (ინგლ.): SCIENTIFIC AMERICAN
- Login to post comments