Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

უკანასკნელი ნეანდერტალელები არქტიკული წრის მახლობლად?

1305210014-78
არქტიკული პოლარული წრის მახლობლად ნაპოვნი კვალი 28500 წლით თარიღდება, ანუ ნეანდერტალელი ადამიანის თეორიელი გადაშენებიდან 8000 წლით გვიანი თარიღით. ეს აღმოჩენა გამაოგნებელია და თეორიებსაც არყევს: ნუთუ ნეანდერტალელმა ადამიანმა უფრო მეტხანს იარსება, ვიდრე გვეგონა? ან იქნებ Homo sapiens-ი ამ პერიოდისათვის უკვე ევროპაში იყო გადასული? ასეთი შედეგები გამოაქვეყნა ჟურნალმა Science 2011 წლის 13 მაისს.
კვალი, რომელიც არქეოლოგებმა იპოვეს, მუსტერულ კულტურას (culture moustérienne) მიეკუთვნება. ეს კულტურა შუა პალეოლითურ ( -300000-დან -33000 წლამდე) ხანაში განვითარდა. ის გამოირჩევა ნამტვრევებზე სამუშაოდ ინსტრუმენტების ძალზედ მრავალფეროვანი სპექტრის გამოყენებით, ძირითადად ევრაზიაში ნეანდერტალელი ადამიანის, ახლო ახლო აღმოსავლეთში კი – ჰომო საპიენსის მიერ.
ამ არქაულად აღქმულ კულტურას არ უნდა მიეცა საშუალება ნეანდერტალელისათვის, რომ პლანეტის უკიდურესი ჩრდილოეთ რეგიონების კოლონიზება მოეხდინა 33000 თუ 36000 წლის წინ. მას ადგილი თანამედროვე ადამიანისათვის უნდა დაეთმო, რომელსაც, თავის მხრივ, ევრაზიის სივრცეები უნდა დაეკავებინა თავის წინამორბედთან შედარებით უფრო პროგრესული ტექნოლოგიების წყალობით.

მონადირეების მიერ დამუშავებული მამონტის ძვლები

1305210037-91

საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის (CNRS -ის) ფრანგი მკვლევარების მრავლდარგობრივი ჯგუფი ნორვეგიელ და რუს მეცნიერებთან ერთად დაინტერესდა რუსეთის ჩრდილოეთით პოლარულ ურალში მდებარე ბიზოვაიას (Byzovaya) ნაქალაქარით. ნახშირბად 14-ისა და ოპტიკური სტიმულაციის ტექნოლოგიის გამოყენების წყალობით მკვლევარებმა დიდი სიზუსტით დაათარიღეს ნაქალაქარზე შემორჩენილი მამონტისა და ჩრდილოეთის ირმის ძვლები და ნარჩენები. აღმოჩნდა, რომ მათზე არსებული ცვლილებები მუსტერიელი მონადირეების ქმედებების შედეგი იყო.
ეს ყველაფერი არაერთმნიშვნელოვნად აინტრიგებს მკვლევარებს. ირკვევა, რომ მუსტერულ კულტურას უფრო დიდხანს უნდა ეარსება, ვიდრე ეს აქამდე ეგონათ. უფრო მეტიც, არცერთი მუსტერული საზოგადოება არ აღმოჩენილა აქამდე პოლარული წრის უშუალო სიახლოვეს (აქამდე მუსტერული საზოგადოება სამხრეთით 1000 კმ-ზე იყო აღმოჩენილი).

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.science.gouv.fr/fr/actualites/bdd/res/4060/les-derniers-neandertaliens-pres-du-cercle-polaire-/