Skip navigation.
მთავარი

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ღრმა მწუხარებით იუწყება დირექტორის, ირაკლი ღარიბაშვილის გარდაცვალებას. ბიბლიოთეკის კოლექტივი თანაგრძნობას უცხადებს ბატონი ირაკლის ოჯახს.

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

850aecd61709

ხელაძე შ. ლოგიკა ყველასათვის. სახელმძღვანელო ანალიტიკური აზროვნების განსავითარებლად / რედ.: მ. გვარაძე, თ. ლაცაბიძე. – [თბ.]: © ჯისიაი, 2011. – 220 გვ.
ISBN 978-99940-17-95-9
წიგნი წარმოადგენს ლოგიკის სახელმძღვანელოს. იგი ძირითადად ეძღვნება ზოგადი უნარების ტესტური სავარჯიშოების ვრცლად განხილვას და მათი ლოგიკური გამომდინარეობის მეთოდების განმარტებას.
წიგნი ორი ნაწილისაგან შედგება, პირველ ნაწილში (განმარტებები – კომენტარები, მითითებები – რეკომენდაციები) გადმოცემულია თეორიული მასალა, რომელიც 3 თავისაგან შედგება. იგი მთლიანად ემყარება ლოგიკური მსჯელობას: იგივეობისა და საკმაო საფუძვლის, მესამის გამორიცხვისა და ურთიერთსაწინააღმდეგოს პრინციპების კანონების გაგებას. საკმაოდ დაწვრილებითაა განმარტებული ლოგიკურ წინადადებებში გამომდინარეობის პრინციპი. აქვეა გადმოცემული არისტოტელეს ცნობილი ოთხი კატეგორიული მსჯელობა.
მეორე ნაწილი მოიცავს დავალებებს დამოუკიდებელი მუშაობისათვის და ტესტურ ამოცანებს. ნაშრომი უფრო საინტერესო ხდება წარმოდგენილი მაგალითებით.
წიგნს თან ერთვის პასუხები, ახლავს გამოყენებული ლიტერატურის სია.
ქართულ ენაზე ასეთი სახელმძღვანელო ძნელად ხელმისაწვდომია, არსებული ნაშრომი კი კომენტარებითა და მითითებებით დამოუკიდებელ მუშაობას გაუადვილებს ყველა დაინტერესებულ პირს.
გარეკანის ბოლო გვერდზე მოცემულია ავტორის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები.