Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ჩვენ მიდრეკილნი ვართ ღმერთის რწმენისაკენ

dieu2_0
20 სხვადასხვა ქვეყნის 57 მკვლევარი სხვადასხვა დარგში – ათროპოლოგია, ფსიქოლოგია და ფილოსოფია, სამწლიანი კვლევა და 1,9 მილიონი წიგნი... ეს არის იმ დიდი კვლევის შემადგენელი ნაწილები, რომელიც შემდეგი დასკვნით დასრულდა: ადამიანები ბუნებრივად მიდრეკილნი არიან ღმერთს რწმენისაკენ, ვკითხულობთ Daily Mail-ზე.
პროექტი იმასაც აჩვენებს, რომ განვითარებული ქვეყნების ქალაქებში, სადაც სოციალური ქსელები ძლიერია, ადამიანები ნაკლებად მისდევენ რელიგიას.
 „ჩვენ სამყაროში მიზნის ქონებისაკენ მივილტვით, განმარტავს CNN-ზე როჯერ ტრიგი (Roger Trigg),რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის პროექტის თანახელმძღვანელი იყო. ჩვენ გვჯერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვხედავთ, რაღაც მაინც არსებობს... ეს ყველაფერი კი რელიგიურ ფიქრებს აყალიბებს“.
ოქსფორდში ჩატარებულ ერთ-ერთ კვლევაში (პროექტში 40-ზე მეტი კვლევაა) მკვლევარები გვიჩვენებენ, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის უფრო ადვილია ზეადამიანური შესაძლებლობების რწმენა, ვიდრე ადამიანური შეზღუდვების გაგება. ბავშვებს ჰკითხეს, შეძლებდა თუ არა დედა იმის გამოცნობას, თუ რა იდო დაკეტილ ყუთში. 3 წლის ასაკამდე ბავშვებს სჯერათ, რომ დედას და ღმერთს ყოველთვის შეუძლიათ მიხვდნენ, რა დევს ყუთში, 4 წლის ზემოთ კი ბავშვებს უკვე ესმით, რომ დედა არ არის ყოვლისშემძლე.
მეორე კვლევა, ამჯერად ჩინეთში ჩატარებული, აჩვენებს, რომ ადამიანები, თუნდაც სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები, ფიქრობენ, რომ მათი ტვინის, სულისა და გონების ერთი ნაწილი გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებს სიცოცხლეს.
როჯერ ტრიგისათვის პროექტი აჩვენებს, რომ „რელიგია არ არის რაღაც მარტივი რამ, რომლითაც შეიძლება დაკავდე კვირას გოლფის თამაშის ნაცვლად“. ამიტომაც „რელიგიის შევიწროვების მცდელობა ეფემერულია, ადამიანის აზრები ძალიან ღრმად არის დაკავშირებული ისეთ რელიგიურ კონცეფციასთან, როგორიცაა ზებუნებრივი არსებების არსებობა და გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლის შესაძლებლობა“.

პროექტი არც ღმერთის არსებობის დადასტურებას და არც რაიმეს დემონსტრირებას ცდილობს, განმარტავს დოქტორი ბარეტი (Dr Barrett) ოქსფორდის უნივერსიტეტიდან. „ეს იმიტომ არ გაგვიკეთებია, რომ ასე უფრო ადვილია ვიფიქროთ, რომ ეს ფაქტია“, აცხადებს იგი.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.slate.fr/lien/38107/nous-sommes-predisposes-croire-en-dieu