Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

პროგნიზირება მზარდი მეცნიერული მონაცემების დამუშავებისა და შენახვისათვის : ქსელურ სისტემებში (Cloudy)

cloud, computer, network, research

ბიოტექნოლოგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – ორი დარგია, რომლებმაც დაიწყეს "cloud computing"-ის ინფორმაციული ტექნოლოგიური რესურსებით სარგებლობა.

მკვლევარები ეძებენ "გარე" კომპიუტერულ შესაძლებლობებს და უამრავი მონაცემის შენახვის რესურსებს რთული პრობლემების გადასაწყვეტად.

მეცნიერებს, ათწლეულების განმავლობაში, დიდი რაოდენობის მონაცემების დამუშავების პრობლემების გადაწყვეტაში, რომლებისთვისაც საჭირო იყო კომპიუტერების დიდი რაოდენობა, ეხმარებოდა სუპერკომპიუტერებზე დროით განაწილებული ხელმისაწვდომობა, რომლებიც ლაბორატორიის თუ უნივერსიტეტის სარდაფში იყო თავმოყრილი. ამჟამად, ეს ტენდენცია უკვე იცვლება, რადგან ინფორმაციის ორგანიზაციისა და ანალიზისათვის მეცნიერები უკვე სარგებლობენ ინტერნეტ ქსელში განთავსებული (განაწილებული) პროგრამული უზრუნველყოფითა და მეხსიერებით –  "cloud computing"-ით.

აშშ-ს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (NSF) და მაიკროსოფტმა (Microsoft) აპრილში გასცეს დაახლოებით $4.5 მილიონი დაფინანსება 13 კვლევით პროექტზე, რომლებიც გეგმავენ ქსელური "ღრუბლის" მომსახურების გამოყენებასა და შესწავლას. თანხების ნაწილი დაიფარება იმით, რომ ამ პროექტებში  ჩართულ მკვლევარებს ორი წლის მანძილზე ექნებათ თავისუფალი დაშვება "ღრუბლის" გამოთვლით რესურსებზე, რომლებიც მაიკროსოფტის საკუთრებაა და დანიშნულია დაკვეთით მიაწოდოს მომხმარებელს გამოთვლითი სიმძლავრეები და მეხსიერება.

ვრცლად: SCIENTIFIC AMERICAN

იხილეთ აქვე (ინგლის.) "ქსელური ღრუბლების" (cloud computing) მდგომარეობის მიმოხილვა