Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მინისტრი გერმანულ საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნო

მინისტრი გერმანულ საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნო -
germaniis%20elchtan_gaxsna_20.05
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა გამოფენა გახსნეს, რომელზედაც  ის საგანმანათლებლო პროგრამები და პროექტები იყო წარმოდგენილი, რომელსაც გერმანული მხარე საქართველოში ახორციელებს.

მინისტრი გერმანიის ელჩთან ერთად გამოფენას გაეცნო და მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. გამოფენაში მონაწილეობდნენ: საზღვარგარეთის სკოლებში სწავლების გერმანიის ცენტრალური უწყება (ZfA); Deutsche Sparkassenstiftung (გერმანიის შემნახველი ბანკების ფონდი); საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ენის განყოფილება (GI); გერმანიის სახალხო უმაღლესი სკოლების ასოციაცია (DVV) თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა; გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახური (DAAD);  საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU); ალექსანდერ ფონ ჰუმბოლტის ფონდი (AvH).

საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, შემოთავაზებული იყო ინფორმაციები გერმანიაში სწავლის/კვლევების შესაძლებლობების, DAAD-ს სტიპენდიების, საზღვარგარეთის სკოლებში სწავლების გერმანიის ცენტრალური უწყების (ZfA) ისტორიისა და ამჟამინდელი საქმიანობის, გერმანული ენის დიპლომისა (DSD) და საქართველოში არსებული DSD- სკოლების შესახებ.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც გერმანიის უმაღლესი სკოლების კავშირისა (dvv)  და საქართველოს სხვადსხვა რეგიონში გამართული კურსების მონაწილეების მიერ შეიქმნა.
[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]