Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

წიგნის ახალი მაღაზია „დიოგენე“ - ა. აფაქიძის 9, სპორტის სასახლის გვერდით

d47ad1cf5b31

დაიბეჭდა გაზეთ  „ახალ 7 დღეში“
 
დეკემბრის ბოლოს, გამომცემლობა „დიოგენეს“ დოირექტორმა თამარ ლებანიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში გვითხრა: „გეგმები ბევრი გვაქვს, იმაზე ბევრი, ვიდრე განვლილი, შესრულებული ამოცანებია.“ სწორედ ამ გეგმების ნაწილს წარმოადგენდა, თამარ ლებანიძის სიტყვებით, რომ ვთქვათ: „პატარა, ლამაზი და მკითხველზე ორიენტირებული წიგნის მაღაზია.“ მაღაზია, რომელზეც ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორიგინალური კონცეფცია და დიზაინი აქვს.


„ვფიქრობდით, რომ ეს აუცილებლად გამორჩეული ადგილი უნდა ყოფილიყო, ის რასაც დამოუკიდებელი წიგნის მაღაზია ჰქვია და არა ქსელი. ჩვენ გვინდოდა, რომ ყოფილიყო ერთი ერთეული მაღაზია, რომელიც ძალიან ბევრ სხვადსხვა საინტერესო ადამიანს შემოიკრებდა, წიგნების გარშემო.“ - ამბობს გამომცემლობა „დიოგენეს“ დირექტორი თამარ ლებანიძე.


ხის თაროები, სკამები, ბევრი ხელნაკეთი ნივთი, წიგნებთან დაკავშირებული სუვენირები, რკინის მოძრავი კიბე, სანამ წიგნებამდე მიხვალ აქ უკვე ბევრი საინტერესოა. თუმცა, მთავარი მომენტი რასაკვირველია მაინც წიგნებია. წიგნები, რომლებიც პირველ ეტაპზე შეიძლება არ იყოს, მკვეთრად გამორჩეული იმისგან, რაც ზოგადად თბილისში იყიდება, მაგრამ საკმაოდ მრავალფეროვანია და, როგორც გვპირდებიან თანდათანობით მაღაზია საკუთარ ხელწერას გამოყოფს. მაღაზიაში ამის ელემენტები ახლაც შეიმჩნევა, რადგან აქ შეგიძლიათ შეიძინოთ, განსაკუთრებული და უნიკალური წიგნები, ისეთები, როგორებიც არის, ფედერიკო ფელინის სიზმრების ილუსტრაციების უზარმაზარი ალბომი, კარლ გუსტავ იუნგის „წითელი წიგნი“, კაცობრიობის საკულტო მომენტების ამსახველი ფოტოალბომი, პატარა გოგონას ილუსტრაციებით შექმნილი ისტორია და სხვა.


გარდა ამისა, მაღაზიაში ყოველდღიურად იქნება დაგეგმილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები და იმუშავებს, „დიოგენეს“ კლუბები. კვირის განმავლობაში თითო დღე დაეთმობა: ახალი წიგნების პრეზენტაციას, გაიმართება შეხვედრები მწერლებთან, მოეწყობა შერჩეული ფილმების და ასევე სპექტაკლების ჩანაწერების ჩვენება. აგრეთვე ერთი დღე დაეთმობათ უცნობ მწერლებს, გაიმართება ლიტერატურული თამაშობები და იქნება ცოცხალი კრიტიკის დღეც. ერთ-ერთი კლუბი „დიოგენეს“ ბავშვთა კლუბი იქნება, ერთგვარი „კარცერ ლუქსი“ ბავშვებისთვის, რომელიც პატარა მკითხველებისთვის წიგნის შეყვარებას და წიგნთან დამეგობრებას ითვალისწინებს.


„კვირის ყოველი დღე განსაკუთრებული ღონიძიებებით იქნება დატვირთული: პარასკევს მკითხველს თანამედროვე მწერლებთან ელით შეხვედრა; სამშაბათი კრიტიკის დღეა - ამ დღეს განვიხილავთ არა მხოლოდ კონკრეტულ ნაწარმობებს, არამედ ზოგადად რომელიმე ავტორის შემოქმედებას; განსაკუთრებით საინტერესო იქნება „დიოგენეს“ ორშაბათები - ეს დღე ახალბედა, ჯერ კიდევ უცნობ ნიჭიერ ავტორებს დაეთმობათ; აგრეთვე, ვგეგმავთ კვირის ერთი დღის გამოყოფას ბლოგერებისთვის.“ - ამბობს მწერალი და მაღაზიის მთავარი მენეჯრი გურამ მეგრელიშვილი.


სამომავლოდ „დიოგენეს“ წიგნის მაღაზია ავტოგრაფების სტენდის მოწყობას გეგმავს, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, საყვარელი ქართველი და უცხოელი ავტორის ავტოგრაფი შეიძინოს. გარდა ამისა, გაიყიდება ილუსტრაციები (როგორც ორიგინალები, ისე ასლები); ხელნაკეთი თოჯინები - მაღაზიაში ლიტერატურული პერსონაჟების დიდი არჩევანია; აქვეა ექსკლუზივი, შეკვეთით დამზადებული ლეპთრეები, რბილი ძირის მქონე სადგამები წიგნებისთვის, ლეპტოპებისა და საუზმისთვისაც კი.

ხოლო „ერთი წიგნის დღე“, „მწვანე შაბათი“ და სხვა, ეს ის აქციებია, რომლითაც მყიდველს ფასდაკლებით სარგებლობა შეეძლება, აგრეთვე კლიენტებს გადაეცემათ დაგროვების ბარათი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც საჩუქრად ქულები დაერიცხებათ.  აქვე შეგიძლიათ, დააგემოვნოთ ჩაი და ყავა, რომლის კუთხეც სპეციალურად სტუმრებისთვის არის მოწყობილი.


წიგნის მაღაზია „დიოგენე“ იმუშავებს ყოველდღე 10:00სთ-დან 20:00სთ-მდე და პარასკევს 10:00სთ-დან 23:00 სთ-მდე.