Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

დათო ტურაშვილი – „ამერიკული ზღაპრები“

წყარო: დათო ტურაშვილი – „ამერიკული ზღაპრები“ -

ამერიკა არასდროს ყოფილა ჩემთვის საოცნებო ადგილი, განსხვავებით დათო ტუარშვილის თაობისგან. მათთვის ეს ქვეყანა და იქაური ჯინსები თავისუფლებასთან ასოცირდებოდა, ყველაფერ კარგთან და სანატრელთან. მე სხვა თაობას ვეკუთვნი. მაშინ დავიბადე, როცა მთავარი უკვე ფული იყო და სადაც გინდა იქ წახვიდოდი, ყველას ჯინსი ეცვა (ნაღდი ამერიკული რამდენად იყო არ ვიცი, მაგრამ ჯინსს ჰგავდა), სტუდენტობის პერიოდში კი უკვე დისკები და კომპიუტერიც გვქონდა, ფრჩხილით კასეტებს არ ვახვევდით და გამონაცვალ ტანსაცმელსაც აღარავინ გვჩუქნიდა. ქუჩაში უცხოელის დანახვა ჩვეულებრივი ამბავი იყო, არც იმაზე მიფიქრია, პირველი ამერიკელი სად და როდის შემხვდა. ჩემ თაობას სხვა პრობლემები და ოცნებები გვაქვს და ახლა მგონი ევროპაზე (უფრო სწორად იქ წასასვლელ ფულზე) უფრო ბევრი ფიქრობს, ვიდრე ამერიკაზე.

„ამერიკული ზღაპრები“ კიდევ ერთხელ კარგად აჩვენებს წინა თაობის ემოციებს, განცდებს, მისწრაფებებსა და სურვილებს მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტი 2 ათასიანი წლების დასაწყისში ვითარდება. რაღაც პროგრამით სხვადასხვა ქვეყნიდან მწერლები ამრიკაში დაპატიჟეს. საქართველოდან დათო ტურაშვილი შეარჩიეს. რა ნამდვილია და რა გამონაგონი ამ წიგნში, არ ვიცი, არც არის ალბათ მნიშვნელოვანი.

მე პირადად ყველაზე მეტად კურტ ვონეგუტთან შეხვედრის ეპიზოდი მომეწონა. მჯერა, რომ მართლა ასე იქნებოდა, სასტუმროს წინ მდგარ ამ შესანიშნავ მწერალს მართლა სთხოვდნენ ერთ ღერ სიგარეტს, თანაც ორჯერ, ისიც საკუთარი ვაჟისა და ევტუშენკოს ჩხუბის ამბავს დეტალურად მოყვებოდა, ტურაშვილიც იტალიელი მწერლის ჯინაზე დავლატოვზე შეეკითხებოდა. ისიც რეალური მგონია, რომ 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ახლად ჩაფრენილი ვონეგუტი ერთადერთი იქნებოდა ვისაც ამ ამბის შესახებ არაფერი ეცოდინებოდა.

„ჩაძირული ქალაქის ღამიდან“ მფრინავი ხალიჩის ამბავი აქაც გადმოვიდა. პრინციპში ტურაშვილს ამერიკაში ჩასვლის ერთ-ერთი დიადი მიზანი სწორედ პატრიკ ო’ლირის და საქართველოდან წაღებული განძის ბედის გაგება იყო. ჯერ კიდევ როდესაც „ჩაძირული ქალაქის ღამე“ წავიკითხე, ამ ამბის რეალურობამ ისე დააინტერესა, ქექვა დავიწყე, ბევრს ვერაფერს მივაგენი და დათოს დავუჯერე.

დათო ტურაშვილი - "24 საათის" ფოტო

ნაწარმოების ფაბულა ამერიკაში მწერლების ვიზიტი კი არის, მაგრამ სხვა ამბავიც შემოდის, იუმორით სხარტად დაწერილი. ამერიკელები რუსებს მაინც სჯობიან, მათაც შეიძლება „შემოებომბოთ“ ვიღაცეები, მაგრამ მერე ბოდიშს იხდიან და ჰუმანიტარულ დახმარებას „ჩაუყრიან“ ხოლმე. ქართველების ხასიათი ერთი ამბით ისე იყო ნაჩვენები, კარგად ვიცინე. 11 სექტემბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ ამერიკაში მცხოვრებმა ბიჭმა სკოლაში გვერდით მჯდომ გოგოსთან თავი მოიწონა „მამაჩემი ბილ ლადენს ძაან ახლოს იცნობსო“, გოგომ მასწავლებელს უთხრა და რამდენიმე წუთში სკოლა სპეცდანიშნულების რაზმით გაივსო. ბიჭი კიდევ დიდხანს ცდილობდა დარწმუნებას, რომ იხუმრა. ჩვენთან თუ ვინმე (მნიშვნელობა არ აქვს რა კუთხით) ცნობილ ადამიანს იცნობ, უკვე კარგი ტიპი ხარ.

რამდენი ზღაპარიც არ უნდა მომიყვე ამერიკაზე, მე იტალიაში მინდა.

  [საიტიდან "მკითხველის ბლოგი"]