Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

DVD დისკი

1136072fb15e

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ორკესტრი
დირიჟორი: ჯამპაოლო პრეტო.
1. რევაზ ლაღიძე
„საჭიდაო“
სიმფონიური სურათი.
2. ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი
კონცერტი G მაჟორი N. 17 K 453 ფორტეპიანოსა ორკესტრისათვის
Allegro. andante.
Allegro-Presto finale.
სოლისტი: ანა ყიფიანი.
3. იოჰანეს ბრამსი
სერენადა N.1 D მაჟორი, op. 11.
Allegro molto.
Scherzo – Allegro non troppo. Trio. Allegro non troppo
Adagio non troppo
Menuetto I – Menuetto II. Menuetto I.
Scharzo – Allegro
Rondo – Allegro.

პროექტი წარმოადგენს საქართველოში სამოციქულო ნუნციატურის ინიციატივას, რომელმაც კეთილშობილური მხარდაჭერა მიიღო „Fondazione San Zeno”-საგან, (ვერონა, იტალია).
პროექტის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი მუსიკოსების წარმოჩენა. ამ ინიციატივით შეიქმნა გამოჩენილ იტალიელ და ქართველ მუსიკოსთა გაერთიანებული ორკესტრი და მას ზაქარია ფალიაშვილის სახელი ეწოდა. ახალგაზრდები ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სკოლაში შეირჩა, რომელმაც ქართველ ნიჭიერ მუსიკოსთა თაობები აღზარდა. პროექტის ფარგლებში მათ იტალიელი მუსიკოსები შეუერთდნენ.
ამ ინიციატივით ჩატარდა კონცერტები სახელგანთქმული იტალიელი მუსიკოსის ჯიამპოლო პრეტოს დირიჟორობით თბილისში, ვატიკანისა და იტალიის სამ ქალაქში (ვერონა, ტრენტო, სპოლეტო).
ამ პროექტის ფარგლებში ტურნეს დროს იტალიის ტელევიზიამ ჩაწერა და შემდგომ გამოსცა ორკესტრის საკონცერტო რეპერტუარის DVD ჩანაწერი (იგი მიეძღვნა საქართველოს მართლმადიდებელი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს დაბადების 75 და აღსაყდრების 30 წლისთავს). ამ ჩანაწერის პირველი ოფიციალური პრეზენტაცია 2011 წლის 27 აპრილს, წმინდა საყდრის დესპანის საქართველოში მისი აღმატებულება მონსენიორ კლაუდიო გუჯეროტის ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან ბატონ ნიკოლოზ რურუასთან გაიმართა. მასზე მოწვეულები იყვნენ საქართველოს პირველი ლედი სანდრა-ელისაბედ რულოვსი, საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს ტელევიზიის, ეროვნული, სამეცნიერო და თბილისის ბიბლიოთეკების, ბათუმის მერიის წარმომადგენლები.
დისკზე წარმოდგენილია ახალგაზრდა მუსიკოსთა მიერ შესრულებული სამი საკონცერტო სიმფონიური ნაწარმოები.