Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

პრეზიდენტი საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო

პრეზიდენტი საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო -
30.05.2011

anonsi
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უახლესი სისტემებით აღჭურვილი სასერვერო ოთახი დაათვალიერა, საიდანაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით საატესტატო გამოცდების  მიმდინარეობას ვიდეო გამოსახულების საშუალებით აკვირდებიან.

მონაცემთა დამუშავების ცენტრი უზრუნველყოფს გამოთვლითი და დამხმარე აპარატურის (სერვერები, ქსელური აპარატურა, შემნახველი მოწყობილობები) შეუფერხებელ და უსაფრთხო ფუნქციონირებას, რაც თავის მხრივ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნასა და მისი ცენტრალიზებული მართვის საშუალებას იძლევა.

სკოლებში IT ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების შერჩევა. სულ შეირჩა 300-მდე სპეციალისტი, რომლებიც გადანაწილდა 1520 საგამოცდო სკოლაში. ყველა შერჩეულმა კანდიდატმა საგამოცდო სკოლებში ლოკალური ქსელისა და საჭირო აპარატურის მონტაჟი უზრუნველყო.

საატესტატო გამოცდები 23 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, საგნობრივი გამოცდები ყოველ დღე ტარდება, გამონაკლისია 26 და 29 მაისი (ამ დღეებში მოსწავლეები ისვენებენ),  ხოლო 1 ივნისს გამოცდები მათემატიკის გამოცდით  დასრულდება.

მეთორმეტეკლასელთა  გამოცდა უკვე ხუთ საგანში საქართველოს მასშტაბით 1520 სკოლაში არსებულ ყველა საგამოცდო  ცენტრში ჩატარდა. დღეს გამოცდა ქიმიაში მიმდინარეობს. ცენტრალურ სერვერში მიმდინარე გამოცდების შესახებ თავმოყრილი ინფორმაცია საშუალებას  გვაძლევს განვაცხადოთ, რომ გამოცდები წარმატებულად მიმდინარეობს.  რაც შეეხება მოსწავლეთა დამოკიდებულებას  დავალებებისა და საგამოცდო პროცესის მიმართ, მათ მიერ გაკეთებული შეფასებებით - ტესტური დავალებები საკმაოდ მარტივი და მათთვის ადვილად დასაძლევია.

გაკეთებული ანალიზის საფუძველზე, უკვე ჩატარებულ ხუთ  საგანში მოსწავლეთა 20%-ზე მეტმა  საგნის ცოდნის  უმაღლესი დონე აჩვენა და შესაბამისად, მაღალი შეფასება დაიმსახურა.  ასევე აღსანიშნავია, რომ არაქართულენოვანი მოსწავლეები ქართული ენის გამოცდაზე მაღალ შეფასებებს იღებენ.
[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]