Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

აურაზმა: "გაფართოებული რეალობის" მომავალი, თუ ადვილად დასავიწყებელი გასართობი

 

რორი სელან ჯონსმა გამოსცადა "გაფართოებული რეალობის" (augmented reality) კომპიუტერული პროგრამა, რომელიც მობილურზე აჩვენებს რეალური, ცოცხალი გამოსახულებების ამსახველ ვიდეოფილმს.

„როულინგმა (ჰარი პოტერის ავტორი) წინასწარ დაინახა ასეთი მომავალი“ - განაცხადა მამაკაცმა, რომელმაც ეხლახანს მაჩვენა გაზეთი, რომელშიც ფოტოები მოძრაობდნენ და ლაპარაკობდნენ, თითქოს ჰარი პოტერის ჯადოქრობა ყოფილიყოს.

დიახ, მაიკ ლინჩის მიერ ნაჩვენები მართლაც ჯადოსნური სანახაობა იყო. მაგრამ ის ვერ გავარკვიე, აურაზმამ მართლა შეიძლება თუ არა (რასაც თავად ამტკიცებს), "გაფართოებული რეალობის" საყოველთაო გავრცელება გამოიწვიოს, თუ ეს ჯერ მხოლოდ იდეაა.

ეს პროგრამა იყენებს აქამდე მხოლოდ კომერციული კლიენტებისთვის გამიზნულ მაღალ–ეფექტურ საძიებო ტექნოლოგიას (ფირმა Autonomy-სგან),  რომელსაც „სმარტფონის“ კამერის მეშვეობით დაფიქსირებული ნებისმიერი ობიექტის დაკავშირება შეუძლია სხვა ობიექტებს ან წყაროებს. მაგალითად, თქვენი მობილურის კამერა მიაბრუნეთ ფილმ „Thor“–ის აფიშისკენ და მობილურზე მომენტალურად დაიწყება ამ ფილმის ტრეილერის ჩვენება, ან კამერას უჩვენეთ ლონდონის მეტროს სიმბოლო და მომენტალურად გამოჩნდება მულტიპლიკაციური პერსონაჟი, რომელიც რეკლამირებას გაუწევს მეტროს, როგორც საუკეთესო საშუალებას ლონდონის ოლიმპიური თამაშების გამართვის ადგილამდე მისასვლელად.

ვრცლად: BBC - NEWS TECHNOLOGY

"გაფართოებული რეალობა" - განმარტებები