Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ლექცია თემაზე: „ხეთების ცივილიზაცია“

d3d59e9a9a22

ლექცია თემაზე: „ხეთების ცივილიზაცია“

საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, ისტორიკოსმა, აღმოსავლეთმცოდნემ, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა ერეკლე ასტახანიშვილმა ლექცია თემაზე „ხეთების ცივილიზაცია“ წაიკითხა. „შუმერული, ასურულ ბაბილონური ცივილიზაციების მერე, ხეთების ცივილიზაცია, შეიძლება ითქვას, რომ  ეს არის ყველაზე დიდი ცივილიზაცია, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში ყველაზე ნაკლებად არის ცნობილი. ამავე დროს თუ ვინმეს ისტორია უნდა ვიცოდეთ, უფრო ამ ცივილიზაციის. რადგან თუ რამე კონტაქტებზეა ლაპარაკი ჩვენს შორეულ წინაპრებთან, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზუსტად ამ ხალხთან გვქონდა ფართო კონტაქტები. ამავე დროს, ეს არის ძალიან პოპულარული თემა და მე ვეცდები ელემენტარული ინფორმაცია მაინც მოგაწოდოთ“. – აღნიშნავს ერეკლე ასტახანიშვილი.

ისტორიულად ცნობილია, რომ ხეთები (ბერძნ. Χετταΐοι) — უძველესი ანატოლიელი ხალხია, რომლებიც ინდოევროპულ ენათა ოჯახის ანატოლურ განშტოებასთან მიკუთვნებულ ხეთურ ენაზე საუბრობდნენ და ხეთების სამეფო ძვ. წ. XVIII საუკუნეში ჩრდილო-ცენტრალური ანატოლიაში (ცენტრალური ანატოლიის პლატოზე) შექმნეს. ხეთების იმპერიამ ძლიერების მწვერვალს ძვ. წ. XIV საუკუნეში მიაღწია და ამ დროისთვის მათ უკვე დაპყრობილი ჰქონდათ ანატოლიის დიდი ნაწილი, ჩრდილოდასავლეთი სირია ლიტანის მდინარემდე და ზემო მესოპოტამია (შუამდინარეთი). ძვ. წ. 1180 წლის შემდეგ იმპერია დაიშალა რამდენიმე დამოუკიდებელ სამთავროდ. ზოგიერთი მათგანი ძვ. წ. VIII საუკუნემდე შემორჩა.

ერეკლე ასტახანიშვილმა ისაუბრა ხეთების წარმოშობაზე, დამწერლობაზე და მათ განვითარების ეტაპებზე. რომ: მათი ცივილიზაციის შექმნა მეორე ათასწლეულიდან ჩნდება და ისინი გვხვდებიან თურქეთის და ნაწილობრივ სომხეთის ტერიტორიებზეც, სადაც მათ გამოჩენას უკავშირდება მოსახლეობის ასიმილაცია ანუ აღრევა. საერთოდ კი საიდან მოვიდა ეს ხალხი არავინ იცის. 1915 წლამდე მსოფლიოს წარმოდგენა არ ჰქონდა ხეთური ცივილიზაციის შესახებ, რადგან მათზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა. ერთადერთი წყარო, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის და სადაც ეს ხალხი იყო მოხსენიებული არის ბიბლია. ქართულოენოვან ბიბლიაში ხეთები მოხსეინებულნი არიან, როგორც ძენი ქეტისნი, ან ქეტელები.

რაც შეეხება დამწერლობას, სირიაში არის ქალაქი ჰამატი, სადა აღმოჩენილი იქნა ქვა, რომელზეც უცნაურ ნიშნებს პოულობენ და რომელიც ხეთური იეროგლიფური დამწერლობის ნიმუშია. ცნობილია აგრეთვე, რომ კითხვა მონაცვლეობით მიმდინარეობს. ანუ პირველი ხაზი იკითხება მარჯვნიდან მარცხნივ, მეორე ხაზი მარცხნიდან მარჯვნივ და ა.შ. რასაც ბერძნულად ქვია ბუსკეთედონი, ანუ მოტრიალებური ხარი.