Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ისტორიასთან დაპირისპირებული თანამედროვე ხელოვნება ვერსალსა და რეიმსში

1177643_3_fe0e_la-cathedrale-de-reims-fete-ses-800-ans

ფერებისა და სინათლის სპექტაკლი - ყოველ შაბათ-კვირას და ივლისისა და აგვისტოს თვეებში ყოველდღიურად საფრანგეთის მარნის დეპარტამენტში (la Marne) ნათურებითა და ფერებით გახალისებული ქ. რეიმსის ტაძარი ზეიმობს 8 საუკუნის იუბილეს. დაღამებისთანავე  განათების ოცდახუთწუთიანი სპექტაკლი იწვევს მაყურებელს ფასადის დასათვალიერებლად, რომლის ქანდაკებებიც შუა საუკუნეებში მთლიანად სხვადასხვა ფერებით იყო მოხატული.

კონცერტები და გამოფენები მთელი ზაფხული გაგრძელდება 23 ოქტომბრამდე. აქვე შესაძლებელია დაათვალიეროთ  ჟერარ რონდოს (Gérard Rondeau) შთამბეჭდავი ფოტოგრაფიული ნამუშევრები ასამდე დიდტირაჟიანი ექსპონატის სახით ტაუს სასახლის(palais du Tau) თაღებქვეშ, რომელიც უძველეს საარქიეპისკოპოსოს წარმოადგენს. ფოტოგრაფი ორი წელი მუშაობდა იმ სხივების დასაჭერად, რომელიც ტაძრის ქიმერების სახეებს ანათებს და ეხლა წარმოადგენს ზეციური ქალაქის თაღებში ჩამალული ამ ფანტასტიკური არსებების ფოტოებს.

•    იტალიური რენესანსის  გობელენების ზეიმი
პარიზში 24 ივლისამდე წარმოდგენილი იქნება გობელენების ნაწარმი, ოცამდე ქსოვილი, კერძოდ კი იტალიური რენესანსის ულამაზეს ქმნილებათა შორის მრავალი ფრაგმენტი. თითქმის ყველა ექსპონატი ეკუთვნოდა ლუი XIV-ს და, საბედნიეროდ, საფრანგეთის რევოლუციის დროს დაწვასაც გადაურჩა. რომში,პარიზსა და ფლორენციაში (მედიჩებისათვის), ასევე მორტლეიკში,დიდ ბრიტანეთში შექმნილი ეს ნაქსოვი ნიმუშები რაფაელის პატარა თარგებს ეყრდნობა, ეს უზარმაზარი ნაქსოვი კედლები კი, რაზეც სუვერენები გიჟდებოდნენ, თითქოს ევროპელი მხატვრების  დროსა  ( XVI – XVII საუკუნეები) და სივრცეში საუბარს წარმოადგენს.


•    ინდოეთი კი პომპიდუს ცენტრს იპყრობს

პომპიდუს ცენტრი ფართოდ უღებს კარებს თანამედროვე ინდოეთის ქმნილებებს.

•    ბერნარ ვენე, ვერსალის ახალი მეფე

ვერსალის სასახლეს „ცუდი ბიჭების“ მიღება უყვარს. ჯეფ კუნსი, ქსავიერ ვეილანი და ტაკაში მარუკამი ( Jeff Koons, Xavier Veilhan , Takashi Murakami) ეს ბოლო წლებია,  გამუდმებით აშფოთებენ სამეფო აპარტამენტებს. ბერნარ ვენემ (Bernar Venet) ინტერვენცია გარე ფასადზე განახორციელა. ამან მას საშუალება მისცა, გამოეფინა თავისი ფოლადის მონუმენტალური სკულპტურები მემკვიდრეობასთან შეცილების გარეშე.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.lemonde.fr/week-end/article/2011/06/03/a-versailles-ou-a-reims-l-art-contemporain-confronte-a-l-histoire_1531236_1477893.html