Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

6a1796362c83

გოცირიძე გ. პირველი მსოფლიო ომი და საქართველო
მონოგრაფიაში „პირველი მსოფლიო ომი და საქართველო“ განხილულია საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდი. დღემდე ქართულ ისტორიოგრაფიაში მონოგრაფიის სახით არ გამოკვლეულა პირველი მსოფლიო ომისადმი საქართველოს დამოკიდებულების საკითხი. როგორც ცნობილია, მსოფლიო ომმა უდიდესი გავლენა მოახდინა ისტორიული პროცესების განვითარებაზე, შეცვალა მსოფლიო პოლიტიკური რუკა და სათავე დაუდო ახალი სახელმწიფოების ისტორიებს, მათ შორის საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს ისტორიასაც. ნაშრომში გამოკვეთილია პირველ მსოფლიო ომში განვითარებული ისტორიული მოვლენების როლი საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის საქმეში. ნაჩვენებია ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მდგომარეობა ომამდე და ომის შემდეგ, საქართველოს საკითხი ომში მონაწილე ქვეყნების გეგმებში, ქართველი ხალხის ომისადმი დამოკიდებულება და სხვა.
მონოგრაფია განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისათვის, ისე საზოგადოების ფართო წრეებისათვის.