Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ჩინეთში „წყლის უკმარისობა სტრუქტურულია, მალე ასეთივე გახდება წყლის ომიც“

1530717_3_fdeb_le-barrage-de-pubugou-sur-la-riviere-dadu

51 წლის იანგ იონგი (Yang Yong), გეოლოგი და სიჩუანში (Sichuan), ჩენგდუში (Chengdu) დაარსებული გარემოს დაცვის აქტივისტი უკვე წლებია, ექსპედიციებს  აწყობს, რათა შეისწავლოს კლიმატის გავრცელების გავლენა მდინარე იანძისა და ჩინეთის სხვა მდინერეების მდგომარეობაზე. მან დააარსა საკუთარი ასოციაცია ჩენგდუში, Hengduanshan Mountain Research Association. ის მონაწილეობას იღებს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე დედამიწა მოხალისეები“ (ONG Green Earth Volonteers)-ის გარემოს განვითარების მისიებში.

იანძის შუა და ქვემო აუზის სიმშრალე არის თუ არა კავშირში „სამი ხეობის“ კაშხალთან?

იანგ იონგი: მდინარე იანძის ზონაში გვალვისა და წყალდიდობის ალტერნატივა ნორმალურია. „სამი ხეობის“ კაშხალის გარეშეც, არსებული კლიმატური მდგომარეობის გამო, რაც მაღალი ტემპერატურითა და წვიმების ნაკლებობით გამოიხატება იანძის ქვემო და შუა აუზის ტერიტორიაზე, გვალვა მაინც გარდაუვალი იქნებოდა.

მაგრამ ამ ბოლო წლებში იანძის ამ რეგიონების წყლის ნაკლებობა და ტბების ამოშრობა რეციდიული გახდა. ჰიდროელექტრო პროექტებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ სიტუაციაში. .....

იანძის სიდიდის გამო მისი რესურსები უშრეტი ჩანდა, ამიტომაც ააგეს „სამი ხეობა“, სამხრეთისა და ჩრდილოეთის წყლების ორარხიანი დინება უკვე შენდება, მესამე კი კვლევის პროცესშია. არსებული გვალვა იმის მიმანიშნებელი ხომ არ არის, რომ უკვე ზღვარზე ვართ?

ჩინეთში მდინარეების რესურსების განვითარების დარგში პრიორიტეტული ელექტროენერგიის წარმოებაა. ეს კი მდინარის სხვა ფუნქციების ხარჯზე ხდება. გარდა ამისა, ძალზედ მნიშვნელოვანია იმაზე დაფიქრება, რომ ბუნებრივი და კლიმატური კატასტროფები მეტად და მეტად ხშირდება. მდინარეების დაგეგმარებისა და დანაწილების სფეროში დიდი ხარვეზებია. გამოღვიძებაა საჭირო.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.lemonde.fr/planete/