Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი სახელწიფო პროგრამა სტუდენტებისთვის

ახალი სახელწიფო პროგრამა სტუდენტებისთვის - 10.06.2011 
tsu-shi_10.06
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედა გამართა. მინისტრის პირველმა მოადგილემ  მათ სახელმწიფო პროგრამა - ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“  წარუდგინა.

პროგრამა  გულისხმობს ქვემო ქართლის, სამცხე–ჯავახეთისა და კახეთის რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის ცოდნის დონის გაუმჯობესების მიზნით, სასკოლო საგნების ქართულ ენაზე ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად სწავლებას.

პროგრამის ბაკალავრ მონაწილეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მაგისტრატურაში სწავლის სრულად დაფინანსებას და ყოველთვიურად ხელფასს სთავაზობს.

პროგრამის მონაწილეები არაქართულენოვან სკოლებში ადგილობრივ მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესის ბილინგვურად წარმართვისას ან ქართული ენის გაკვეთილის ჩატარებისას დაეხმარებიან.  ისინი სკოლებში  ერთი აკადემიური წელი დარჩებიან. პროგრამის  მონაწილეები სასწავლო წლის დაწყებამდე  სპეციალურ ერთკვირიან ინტენსიურ მომზადებას გაივლიან, სადაც შეისწავლიან როგორც პედაგოგიკის ელემენტარულ უნარ-ჩვევებს, ისე წყვილში მუშაობის და ბილინგვური გაკვეთილის წარმართვის ტექნიკას.

 
[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]