Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ერიკ – ემანუელ შმიტი – “ნოეს შვილი”

ერიკ – ემანუელ შმიტი – “ნოეს შვილი” - "მკითხველის ბლოგი"


Eric-Emmanuel Schmitt - L’enfant de Noé

რელიგიური ნიშნით ადამიანების დაყოფა ყველაზე სულელური რამ მგონია, ქცევის წესებშია განსხვავება, თორემ ერთი იდეაა ძირითადად. ფაშისტების აგრესია ებრაელების მიმართ კი ჩემთვის ყველაზე გაუგებარ მოვლენათა ხუთეულში შედის.

შმიტის “ნოეს შვილი” ამ თემას ეხება. პატარა ებრაელი ბიჭისა და ქრისტიანი მღვდლის მამშვილური ურთიერთობით კარგადაა ნაჩვენები რელიგიური დიფერენციაციის აბსურდი. მერე იმასაც კარგად ხედავ, რომ ვინ საით მხარეს იწერს პირჯვარს ყველაზე უმნიშვნელო დეტალია. ჭეშმარიტი რელიგია არ არსებობს, იმიტომ რომ აქ მთავარი ისაა, რაც გწამს.

რელიგია არც ჭეშმარიტია არც მცდარი, ის მხოლოდ ცხოვრების ერთგვარ ნაირსახეობას გვთავაზობს

ჟოზეფი ქრისტიანობაზე გადასვლის სურვილს გამოთქვამს, რაც გადარჩენის ერთერთ გზად ესახება, თუმცა, მამა პონსი შეაჩერებს და ურჩევს, გადაწყეტილება მაშინ მიიღოს, როცა გაიზრდება. ამას რომ ვკითხულობდი, იმაზე ვფიქრობდი, რომ ადამიანებს რელიგიის არჩევის საშუალება არ გვაქვს. რაც მშობლებისგან მემკვიდრეობით გადმოგვეცემა, ჩვენც იმას ვიღებთ, 40 დღისა რომ უნდა მოინათლო, ესეც ამის დასტური. აქ კითხვების დასმა მკრეხელობად ითვლება. პრინციპში ეს ერთერთი იშვიათი თემაა, რაზეც საუბარს ყოველთვის ვერიდები, იმიტომ რომ ყველას ისე სწამს, როგორც მიაჩნია სწორად და დებატებს აზრი არ აქვს, თანაც ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს, ვინ როგორ და როდის ლოცულობს.

- ქრისტიანი ის არის, ვინც იხსენებს, ებრაელი კი ის, ვისაც ჯერ კიდევ იმედი აქვს.

- გამოდის ქრისტიანი ის ებრაელია, ლოდინი რომ შეწყვიტა?

- დიახ, ებრაელი სხვა არავინაა, თუ არა იესომდელი ქრისტიანი… ხანდახან იმასაც ვფიქრობ ქრისტიანები სენტიმენტალობით შეპყრობილი ებრაელები ხომ არ ვართ.

მამა პონსი ებრაელების ნივთებს აგროვებს, ჩვევად მაქვს, რასაც გადაშენება ემუქრება, მათთვის დამახასიათებელი საგნები შევინახო და ისტორიას შემოვუნახოო. თავის თავს ნოეს ადარებს. “ყვითელი ვილა” კიდევ კიდობანია და სხვა არაფერი. ასეთი ნოე რომ ჩვენს დროშიც საჭიროა, ამას ბოლო გვერდებიც ადასტურებს, ახლა პალესტინის ეროვნულ ნივთებს აგროვებს. სანამ ადამიანი არსებობს, კონფლიქტებიც იქამდე იქნება და ნოეს ფუნქციაც მუდმივად საწირო იქნება.

ერიკ ემანუელ შმიტი

არის წიგნები, რომლებიც ძალიან ემოციურია შენთვის, ჩართული ხარ მთლიანად და ისევე განიცდი, როგორც მთავარი გმირი. მეორე ნაწილი კი ისეთია, გარედან რომ უყურებ, არანაირი გრძნობა არ გაქვს იქ მყოფი ადამიანების მიმართ. იგებ ამბავს და მხოლოდ იმიტომ გეცოდება, რომ უნდა გეცოდებოდეს. ჩემთვის შმიტის “ნოეს შვილი” წიგნები ამ უკანასკნელ კატეგორიას მიეკუთვნება.  რომან პოლანსკის “პიანისტი” ახალი ნანახი მქონდა, ამის ფონზე ეს წიგნი ზღაპარივით წამეკითხა.

შვიდი წლის ასაკში მომხდარი ამბის გახსენება ცოტა არადამაჯერებლადაც მეჩვენადა. ასე დეტალურად პირველ პირში მოყოლა შეთხზულ ამბავს ჰგავს და ნაკლებად გჯერა, რომ მას გადახდა თავს, ვინც გიამბობს. (წიგნის გმირზე ვსაუბრობ, თორემ თავად შმიტს რომ არ გამოუვლია მსოფლიო ომი, ეგ ისედაც იცის მკითხველმა) ამისთვს სხვა ლიტარატურული ხერხები არსებობს. ამიტომ ვამბობ ზღაპარივით წამეკითხა- მეთქი.

პ.ს.  კარგი იქნება გამომცემლებმა წიგნებს ავტორის შესახებ ერთი ორი სიტყვა მოაყოლონ ხოლმე, ან ნაწარმოების დაწერის წელი მიაწერონ, ის მაინც გავიგოთ, რა პერიოდის ლიტერატურა გვიჭირავს ხელში.

[საიტიდან "მკითხველის ბლოგი"]