Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

უძველესი ენების ვრცელ ლექსიკონზე მუშაობა 90 წლის შემდეგ დასრულდა

სურათზე: მთავარი რედაქტორი ჩიკაგოს უნივერსიტეტში საბოლოო ტომს ათავსებს იმ წიგნების კომპლექტში, რომელიც წარმოადგენს ეხლახანს დასრულებული ჩიკაგოს ასირიული ლექსიკონის ნაწილს.

21-ტომიანი ნაშრომი დეტალურად აღწერს მესოპოტამიის უძველესი ცივილიზაციის ენასა და კულტურას.

5 ივნისს, ჩიკაგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 90-წლიანი თავდაუზოგავი შრომის შემდეგ დასრულდა ამბიციური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ჩვენს ერამდე 2500 წელსა და ჩვენი წელთაღრიცხვით 100 წლებს შორის პერიოდში, ბაბილონელების, ასირიელებისა და მესოპოტამიის სხვა მცხოვრებლების მიერ, თიხის ფირფიტებზე ლურსმული დამწერლობით დაწერილი და ქვაზე ნაკვეთი სიტყვების ამოცნობას, ახსნას და ციტირებას.

ჩიკაგოს 21–ტომიანი ასირიული ლექსიკონის დასრულების აღსანიშნად, ჩიკაგოს უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტმა, სადაც პროექტი ხორციელდებოდა,  6 ივნისს, ორშაბათს, გამართა კონფერენციას, რომლის დროსაც მთელი მსოფლიოს მეცნიერებმა ისაუბრეს ამ მიღწევის მნიშვნელობაზე.

„სიამაყის და პრივილეგირებულობის გრძნობა მეუფლება,  ეს პროექტი რომ დავასრულეთ,“- აცხადებს მარტა როთი (Martha Roth), ლექსიკონის მთავარი რედაქტორი და ჩიკაგოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი, რომელიც პროექტზე 1979 წლიდან მუშაობდა. „ვგრძნობ, რომ ეს იქნება საფუძველი სამომავლოდ უფრო მეტი, ლექსიკონებთან დაკავშირებული პროექტის განსახორციელებლად.“

ვრცლად (ინგლ.): eukalert.org