საავტორო უფლებები: ყურადღება, სათუთია!
ბრიუსელი. სპეციალური გზავნილი – თეთრთმიანი და ფერადპიჯაკიანი ჯავედ ახტარი (Javed Akhtar) (მის უკან პოეტებისა და მუსიკოსების შვიდი თაობაა) ბომბეიდან იმისთვის ჩამოვიდა, რომ თვალი ედევნებინა ბოლივუდის მუსიკალური კინოინდუსტრიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, რომლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერების ავტორი თავად გახლავთ. ბრიუსელის კონგრესის სასახლის მოედნის დიდ მინის კუბში მან მადლობა გადაუხადა Bee Gees-ის წევრ დამფუძნებელს, რობინ ჟიბს (Robin Gibb) იმისათვის, რომ ის ინდოეთის მთავრობასთან ერთად ჩაერთო ბრიტანეთის ძველ კოლონიაში ავტორ-კომპოზიტორების უფლებების ცნობის საქმეში. როკერი რობინ ჟიბი ავტორთა და კომპოზიტორთა უფლებების დამცველ საზოგადოებათა საერთაშორისო კონფედერაციის (Cisac) პრეზიდენტია, რომელმაც 7 და 8 ივნისს ბრიუსელში World Copyright Summit-ის მესამე გამოცემა მოაწყო. ვაშინგტონიდან ბომბეიმდე მდგომარეობა ერთია: ავტორის ან ნაწარმოების მესაკუთრის ვინაობა ყველასათვის ცნობილი არაა.
ვრცელი ტესტი ფრანგულ ენაზე:
- Login to post comments