CO2: როგორ შევამციროთ მისი საავტომობილო ტრანსპორტისაგან გამოყოფა?

საფრანგეთის მთავრობის სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა ახლახანს გამოაქვეყნა ანგარიში ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებებსა და იმ ღონისძიებებზე, რის შედეგადაც შესაძლებელია საავტომობილო ტრანსპორტისაგან გამოყოფილი CO2–ის შემცირება. კანონმდებლობით მეტად შეზღუდულობა, ელექტრომანქანების განვითარება, ან პარკირების ადგილების ლიმიტირება – ეს არის ანგარიშში გამოკვეთილი ყველა გზა.
თავის ინტერნეტ-საიტზე სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით „ ხვალინდელი დღის მანქანა“. ეს არის დოკუმენტი, რომელშიც წარმოდგენილია მრავალი გზა საავტომობილო ტარანსპოტრისაგან სათბურის ეფექტის აირების გამოყოფის შესამცირებლად. სტრატეგიული ანალიზის ამ ცენტრისათვის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა ელექტრომანქანების პარკის გაფართოების გზით უნდა ხორციელდებოდეს. თუმცა, ანგარიშში ნათქვამია, რომ „ელექტრო-მანქანა ალბათ უახლოეს წლებში შიდაწვის მანქანაზე იაფი არ იქნება: ასე, რომ ბაზარზე ელექტრო-საქონლის რაიმე განსაკუთრებულ "ამოფრქვევას" არ ელოდოთ“. ამას გარდა „ელექტრო-მანქანის ღირებულება კილომეტრზე 20 %-დან 100 %-მდე უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი ტრანსპორტის, წლიური გარბენის ეკვივალენტური მაჩვენებლის შემთხვევაში“.
სწორედ ამიტომ აქცენტი შიდაწვის მანქანების გაუმჯობესებაზე უნდა გაკეთდეს. ექსპერტიზის ცენტრის მიხედვით „2007 წელთან შედარებით მოხმარების 50 %-მდე შემცირება სამომავლოდ შესაძლო გონივრული ვარიანტია“. ანგარიშში რეკომენდირებულია, გამკაცრდეს კანონმდებლობა ახალი მანქანების მიერ გამოყოფილი დამაბინძურებელი აირების შესახებ...
ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:
http://fr.news.yahoo.com/co2-r%C3%A9duire-%C3%A9missions-transports-automobile-143400818.html
- Login to post comments