Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ექვთიმე თაყაიშვილის ბიობიბლიოგრაფიის პრეზენტაცია

22/06/2010 - 18:00
22/06/2010 - 20:00
Etc/GMT+4

 

4d5b6d7deaf8

ექვთიმე თაყაიშვილი

ბიობიბლიოგრაფია

 

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 22 ივლისს 18:00 საათზე გიწვევთ ექვთიმე თაყაიშვილის ბიობიბლიოგრაფიის პრეზენტაციაზე სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში.

წიგნი შეადგინა და გამოსცა ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ ექვთიმე თაყაიშვილის საქველმოქმედო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, დიდი მამულიშვილის, აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის ბიობიბლიოგრაფია მოიცავს 1890-2010 წლების მასალას: სამეცნიერო შრომებს, რეცენზიებსა და გამოხმაურებებს ამ შრომებზე, ე. თაყაიშვილის მიერ რედაქტირებულ შრომებს, ლიტერატურას მის შესახებ.

მასალა განლაგებულია ქრონოლოგიურ-ანბანური რიგით. ცალკეა გამოყოფილი საიუბილეო თარიღები. ბიობიბლიოგრაფიას წინ უძღვის ექვთიმე თაყაიშვილის სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი თარიღები ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენაზე. ერთვის შრომათა, სახელთა და გეოგრაფიულ სახელწოდებათა ანბანური საძიებელი.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ექვთიმე თაყაიშვილის პირადი ბიბლიოთეკის ნაწილი, საკუთარი ხელით ემიგრაციაში შეკერილი ქუდი. გაიმართება რეზო თაბუკაშვილის ფილმის ჩვენება. ეს ფილმი მცირე გახსენებაა დიდი ექვთიმე თაყაიშვილის ლტოლვილობის წლებზე.

პრეზენტაციაზე მოწვეულები არიან:  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო; თბილისის მერია, ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეროვნული სამეცნირო ფონდი, რუსთაველის ფონდი, მეცნიერებათა აკადემია, ეროვნული ხელნაწერთა ცენრტი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, დიუმას ცენტრი. სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები.

 იხილეთ გამოცემის ფაილი