Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

რობერტ პლანტს მონრეალში დააჯილდოვებენ

1f279cfe7a3e

კანადის ქალაქ მონრეალში, 25 ივნისს  საერთაშორისო ჯაზ ფესტივალი გაიხსნება, რომლის ფარგლებშიც ტრადიციულად, საპატიო ჯილდოს გადასცემენ იმ მუსიკოსებს, რომლებმაც მსოფლიო კულტურის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. წინა წლებში, მონრეალის ჯაზ ფესტივალის საგანგებო პრიზებით პოლ საიმონი, ბობ დილანი, ლეონარდ კოენი, სტივ ვონდერი და სმოკი რობინსონი დაჯილდოვდნენ.
 
ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ამჯერად საპატიო ჯილდო ლეგენდარული ჯგუფ „Led Zeppelin“-ს ვოკალისტს რობერტ პლანტს გადაეცემა.
 
 მონრეალის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი 25 ივნისს გაიხსნება და 4 ივლისამდე გაგრძელდება.
 
როგორც ცნობილია, რობერტ პლანტი 1948 წლის 20 აგვისტოს ინგლისში დაიბადა, სტადფორდშირის საგრაფოს ქალაქ უესტ-ბრომიჯში.
 
ჯგუფ „Led Zeppelin“-ის დაშლის შემდეგ სოლო კარიერა წამოიწყო. პირველი დამოუკიდებელი ალბომი „Pictures at Eleven“ 1982 წელს გამოუშვა. მის ჩაწერაში ისეთი ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან ფილ კოლინზი, ბერიმორ ბარლოუ, კოზი პაუელი და რიჩი ჰეიუორდი.
 
1982 წლის შემდეგ რობერტ პლანტმა თერთმეტი ალბომი ჩაწერა. ბოლო სტუდიური ნამუშევარი „Band of Joy“ გაყიდვაში 2010 წელს გამოვიდა.