Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მსოფლიო ელექტრონულ სივრცეში ქართული ენაც იქნება

164b627ad54e

7 ივ­ლისს სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია „ქარ­თუ­ლი ენა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექნოლოგი­ე­ბი“ გა­იხ­ს­ნა. პირ­ვე­ლად ის 2008 წელს გა­ი­მარ­თა. კონ­ფე­რენ­ცი­ას, სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან ერ­თად, არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას სა­ხე­ლო­ბის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინსტიტუ­ტიც მას­პინ­ძ­ლობს. სტუმ­რე­ბი ლატ­ვი­ი­დან, ლიტ­ვი­დან, რუ­სე­თი­დან, დი­დი ბრიტანეთიდან, სომ­ხე­თი­დან  ჩამოვიდნენ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ქარ­თუ­ლი ენის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მხარ­და­ჭე­რა მხო­ლოდ ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ტე­რე­სის სფე­რო არ არის.

„ყვე­ლა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ენი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მოწ­ვე­ვა ტექნოლოგი­ე­ბია: ინტერნეტ­სივ­რ­ცე­ში ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ენე­ბი სრულ­ფა­სოვ­ნად უნ­და იყოს წარმოდგენილი. პირ­ველ რიგ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი უნ­და იყოს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ლექსიკო­ნე­ბის კორ­პუ­სი: თარ­გ­მ­ნი­თი, გან­მარ­ტე­ბი­თი, ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი, დარგობრი­ვი და ა. შ; ასე­ვე, უნ­და იყოს მარ­თ­ლ­წე­რის შე­სა­მოწ­მე­ბე­ლი პროგ­რა­მე­ბი; აუცი­ლე­ბე­ლი ამო­ცა­ნაა თარ­გ­მ­ნი­თი პროგ­რა­მე­ბის შექ­მ­ნა: ამ რთუ­ლი ამო­ცა­ნის განხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია ლექ­სი­კო­ნე­ბის, დი­დი ტექ­ს­ტუ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კორპუ­სის გა­რე­შე. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დი საქმეა, რო­გორც ადა­მი­ა­ნუ­რი, ისე ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის მხრივ. ამი­ტომ ამ ამო­ცა­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მხო­ლოდ ერ­თი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ის მი­ერ შე­უძ­ლე­ბე­ლია, აქ უნ­და იყოს ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა, ვი­საც ეს აინ­ტე­რე­სებს და უნ­და. რაც მთა­ვა­რია, უნ­და იყოს სა­ხელ­მ­წი­ფოს და ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რა. ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ასეა: ამ­გ­ვა­რი პრო­დუქ­ტი რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქტურე­ბის, ასე­ვე ბიზ­ნე­სის სექ­ტო­რი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ძალისხმევის შე­დე­გია. გარ­კ­ვე­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი რა­ღაც დო­ნე­ზე გვაქვს, თუმ­ცა ეს საკ­მა­რი­სი არ არის. ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბისა და ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს წი­ნა­შე ძალი­ან დი­დი ამო­ცა­ნე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბია.“ - ამბობს არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას სა­ხე­ლო­ბის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი ლა­ლი ეზუგ­ბაია.

ქარ­თუ­ლი ენის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მხარ­და­ჭე­რა, ქარ­თუ­ლი ენის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კორპუსის შექ­მ­ნის გარ­და, სა­თარ­გ­მ­ნი პროგ­რა­მე­ბის შექ­მ­ნა­საც გუ­ლის­ხ­მობს. ქართული ენის თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ან წევ­რად ჩარ­თ­ვა სივრცეში, რო­მე­ლიც სხვა ევროპუ­ლი ენე­ბის სა­თარ­გ­მ­ნი პროგ­რა­მე­ბით უკ­ვე უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია, რთუ­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა. ქარ­თ­ვე­ლ მეც­ნი­ე­რე­ბმა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ამ საკითხზეც ისაუბრეს. აგრეთვე წარ­მო­ად­გინეს ქარ­თუ­ლი ენის კომ­პი­უ­ტე­რული პროგ­რა­მები და მო­დე­ლი­რებასთან და­კავ­ში­რე­ბული კონ­ცეპ­ტუ­ა­ლური სა­კითხები.

არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას სა­ხე­ლო­ბის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის ქარ­თ­ვე­ლურ ენა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის მთა­ვა­რი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შ­რო­მე­ლი თე­დო უთურ­გა­ი­ძე სტუმ­რე­ბი­სა და მომ­ხ­სე­ნებ­ლე­ბის წი­ნა­შე ორი მოხ­სე­ნე­ბით წარ­დ­გა. პირ­ვე­ლი, მოხ­სე­ნე­ბა ქარ­თულ ზმნას ეხე­ბოდა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მას­ზე რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი მუ­შა­ობს. მე­ო­რე მოხ­სე­ნე­ბა, რო­მელ­ზეც მომ­ხ­სე­ნე­ბე­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის მეორე დღეს, 8 ივ­ლისს, უკ­ვე ენათმეცნიერე­ბის ინ­ს­ტი­ტუტ­ში ისა­უბ­რებს, სა­ხელ­თა ფორ­მებს ეხე­ბა.

რო­გორც ენის მო­დე­ლი­რე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის გამ­გე­ო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ რა­ტი სხირტლძე ამბობს,, ორი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ლექ­სი­კო­ნის სა­პი­ლო­ტე უკ­ვე აქვთ, მაგ­რამ ეს, თქმა უნ­და, საკ­მა­რი­სი არ არის. თა­ვად ენის მო­დე­ლი­რე­ბის ასო­ცი­ა­ცია 2006 წელს შე­იქ­მ­ნა და მიზ­ნად ისა­ხავს ქარ­თუ­ლი ენის ფორ­მა­ლუ­რი მო­დე­ლის შედ­გე­ნას, რაც აუცი­ლე­ბე­ლი ეტა­პია ავ­ტო­მა­ტუ­რი თარ­გ­მ­ნის პროგ­რა­მე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად. 

კონ­ფე­რენ­ცია ორ­დღი­ა­ნია და 8 ივ­ლისს ენათ­მეც­ნიე­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუტ­ში გადაინაცვლებს.