Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

რატომ ირყევა მიწა ყოველთვის იაპონიაში?

შვიდბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა 10 ივლისს იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სადაც 11 მარტს უკვე აღინიშნა მიწისძვრაცა და ცუნამიც.

რატომ ირყევა მიწა ყოველთვის იაპონიაში?

კარიკატურის ფორმით შეიძლება ითქვას, რომ იაპონია შექმნილია მიწისძვრებისათვის. ეს უზარმაზარი კუნძულოვანი სისტემა ოთხი დიდი ტექტონიკური ფილის საზღვარზეა განთავსებული (იხილეთ ქვემოთ სქემა): წყნარი ოკეანის ფილა (ღია ვარდისფერი), ჩრდილო-ამერიკის ფილა (იასამნისფერი), ევრაზიის ფილა (მწვანე), ფილიპინების ფილა (მკვეთრი ვარდისფერი).

Tectonic_plates_under_Japan

წყნარი ოკეანის ფილა, რომელიც სწრაფად გადაადგილდება დასავლეთისაკენ (წელიწადში 8 სმ-ზე მეტად), სხვა დანარჩენების ქვეშ ექცევა: ამას სუბდუქციას (subduction) უწოდებენ. სუბდუქციურ ზონებში კი ყველაზე ძლიერი მიწისძვრები და ასევე ინტენსიური ვულკანებიც ნიშანდობლივია. ნიპონის არქიპელაგი, სხვათაშორის, წყნარი ოკეანის ცეცხლოვან სარტყელზეა განთავსებული, ეს არის 450-ზე მეტი ვულკანის უზარმაზარი თაღი, რომელიც მთელ ატლანტის ოკეანეს უვლის გარს,  პატაგონიდან ალასკამდე და კამჩატკიდან ახალი ზელანდიამდე. თუ იაპონიაში ცნობილია ფუძის მთა, რომელიც სამი საუკუნეა, არ გააქტიურებულა, არც რამდენიმე ათეული სხვა ვულკანი უნდა დავივიწყოთ, როგორიცაა შინმოედაკი (Shinmoedake), რომლის უკანასკნელი ამოფრქვევაც იანვარში მოხდა და შთამბეჭდავად სანახაობრივი იყო,რასაც ეს ვიდეო ადასტურებს:


რომელი იყო იაპონიის უდიდესი მიწისძვრა?

თუ მხედველობაში მხოლოდ მაგნიტუდის სიდიდეს მივიღებთ, 11 მარტის მიწისძვრა ყველაზე მნიშვნელოვანია იაპონიის ისტორიაში, 8,9 ბალიანი სიძლიერით. შესადარებლად, კობეს (Kobe) მომაკვდინებელი მიწისძვრა 1995 წლის 16 იანვარს „მხოლოდ“ 6,9 ბალიანი იყო. აქამდე, l'USGS-ის საიტის მიხერვით, ყველაზე ძლიერად ითვლებოდა 1896 წლის 15 ივნისის 8,5 ბალიანი მიწისძვრა. მან გამოიწვია გიგანტური ცუნამი (ლაპარაკია 25 მეტრიან ტალღაზე), რომელიც სანრიკუს სანაპიროს დაატყდა თავს და 22000 ადამიანი იმსხვერპლა. დღესდღეისობით ყველაზე მომაკვდინებელ მიწისძვრად 1923 წკუს 1 სექტემბრის მიწისძვრა ითვლება, რომელიც, როგორც წყაროები იტყობინება, 7,9 – 8,3 ბალის მაგნიტუტის იყო. 700000-მდე საცხოვრებელი დაინგრა ტოკიოსა და იოკოჰამას რეგიონებში და დაახლოებით 143000 ადამიანი დაიღუპა.

როგორ ითვლიან რიხტერის სკალით?

სეისმოგრაფების მიერ დაფიქსირებული სეისმური ტალღების გაზომვის შემდეგ ანგარისობენ მიწისძვრის მაგნიტუდას, ანუ მის ამპლიტუდასა და ენერგიას, რომელიც ამ ფენომენის დროს გამოიყო. ე.წ „რიხტერის სკალა“ ლოგარითმულია და არა – წრფივი, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ბალით მატება შეესაბამება 10-ჯერ მეტ ამპლიტუდას და ოცდაათჯერ მეტი ენერგიის გამოყოფას! ამგვარად, ექვსბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა ჰიროსიმას ბომბის აფეთქების ექვივალენტურია (15 კილოტონა TNT) და 7 ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა კი – 474 კილოტონა TNT-ს. 8,9 ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც ახლახანს მოხდა, 336 მილიონი ტონა TNT-ს აფეთქებას შეესაბამაბა.

რამდენად საშიშია მიწისძვრა?

მარტივად რომ ავხსნათ, „უფრო საშიში ის მიწისძვრაა, რომელიც დასახლებულ პუნქტებთან ახლოს ხდება და არა ის, რომლის მაგნიტუდაც მაღალია“, განმარტავს ნიკოლაი შაპირო (Nikolaï Shapiro), CNRS-ის კვლევების დირექტორი და პარიზის Institut de physique du globe -ის სეისმოლოგიური ჯგუფის პასუხისმგებელი პირი.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.slate.fr/story/35287/japon-seisme-pourquoi-faq