Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს სინათლის ანტენა

ახალი თაობის ნანო-მასალის გამოსაგონებლად, რომელიც აკონტროლებს და მართავს სინათლისგან შთანთქმულ ენერგიას, იდეა ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარებს შთააგონა ფოტოსინთეზირების პროცესმა მცენარეებში.

მათი აღმოჩენის შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „Nature Nanotechnology“-ის 2011 წლის 10 ივლისის გამოშვებაში.

ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა, პროფესორ შანა კელისა და ტედ სარჯენტის ხელმძღვანელობით განაცხადეს, როგორც თავად უწოდებენ - „ხელოვნური მოლეკულების“ შექმნის შესახებ.

„ნანოტექნოლოგები მრავალი წლის განმავლობაში მოჯადოვებულნი იყვნენ "კვანტური წერტილებით" (quantum dots), ნახევარგამტარი ნაწილაკებით, რომლებიც სინათლეს ეფექტიანად შთანთქავენ და გამოასხივებენ, ამასთანავე განსაზღვრულ ტალღის სიგრძეზე,“ - ასეთი ახსნა გააკეთა თანაავტორმა, ლესლი დანის ფარმაციის ფაკულტეტის პროფესორმა, სამედიცინო ფაკულტეტის ბიოქიმიის კათედრისა და ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის ქიმიის კათედრის პროფესორმა ქელიმ (Kelley). „საზოგადოებას დღემდე აკლდა სტრატეგია სხვადასხვა სახეობის კვანტური ნაწილაკებისგან დახვეწილი სტრუქტურის, ან კომპლექსების შესაქმნელად. ჩვენმა აღმოჩენამ ეს დანაკლისი შეავსო.“

მეცნიერთა ჯგუფმა გამოიყენა საკუთარი გამოცდილება დნმ-სა და ნახევარგამტარებში, რათა შეემუშავებინათ განზოგადებული სტრატეგია, გარკვეული სახეობის ნანონაწილაკების ერთმანეთთან დასაკავშირებლად.

ვრცლად (ინგლ.): eurekalert.org