Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

„ოლდბოი“ ბრუნდება


932fb3a9bd7c

კანის ფესტივალის ლაურეატი პაიკ ლი იმ ფილმის რიმეიკს გადაიღებს, რომელზეც უკვე უარი განაცხადეს სტივენ სპილბერგმა და დენი ბოილმა. ეს არის ფილმი კორეელი ჩან ვუკ პარკის 2003 წლის კინომოვლენა „ოლდბოი“ (სიტყვა-სიტყვით - ბებერი ბიჭი, თუმცა პირდაპირი მნიშვნელობით, თანაკლასელს ნიშნავს), რომელიც დღეს ერთ-ერთ საკულტო ნამუშევრად ითვლება. ზოგიერთი კინომოყვარულის აზრით კი, თუ ეს ფილმი ნანახი არ გაქვს, საერთოდ არაფერი გინახავს. „ოლდბოის“ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ის მართლაც კარგი ფილმი და საუკეთესო დრამაა.

ფილმის გადაღებას Mandate Pictures-ი აპირებს. კომპანიის ვებგვერდზე უკვე განთავსებულია ოფიციალური პრესრელიზი, რომელიც ადასტურებს, რომ „ოლდბოის“ ნამდვილად იღებენ, ფილმის რეჟისორი სპაიკ ლი იქნება, სცენაზე კი მარკ პროტოსევიჩი იმუშავებს. ამ უკანასკნელს მაყურებელი „მე ვარ ლეგენდას“, „თორისა“ და ტარსემ სინჰის „უჯრედის“ სცენარების ავტორობით იცნობს.

რაც შეეხება სპაიკ ლის, მას უკვე გადაღებული აქვს „25-ე საათი“, რომელიც ედვარდ ნორტონის დრამაა და მასში მონაწილეობენ ბრაიან კოქსი, ფილიპ სეიმურ ჰოფმანი, ბარი პეპერისი და როზარიო დოუსონი. ამ ფილმზე საუბრისას ლევან უჩანაეიშვილიც უნდა ვახსენოთ, რადგან 2002 წელს გადაღებულ ამ ფილმში ქართველი მსახიობი რუს კრიმინალს, ძია ნიკოლაის თამაშობს. სწორედ იმ ძია ნიკოლაის, ედვარდ ნორტონის მონტი ბროგანს პრობლემებს რომ უქმნის.

უნდა ითქვას, რომ „ოლდბოის“ რიმეიკის გადაღებაზე საუბარი ჰოლივუდში ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყეს. მაშინ ამ თემას დიდი რეზონანსი მოჰყვა, რადგან პროექტზე მუშაობას სტივენ სპილბერგი აპირებდა, მთავარი როლი კი უილ სმიტს უნდა შეესრულებინა. საბოლოოდ, მაშინ პროექტი საუბრის დონეზე დარჩა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ სპილბერგმა და სმიტმა ფილმის გადაღებაზე უარი განაცხადეს. მას შემდეგ პრესაში, ფილმის გადაღების შესახებ რამდენიმე ვერსიაზე საუბრობდნენ, თუმცა არც ის ვარაუდები გამართლდა და პროექტის შესახებ თითქოს მიივიწყეს კიდეც. მაგრამ 15 წლის განმავლობაში ოთხ კედელს შუა გამოკეტილი ადამიანის ისტორია არც ისე რთული მისავიწყებელი აღმოჩნდა.

როგორც ცნობილია, ჩან ვუკ პარკმა „ოლდბოი“ 2003 წელს გადაიღო და იმავე წელს რამდენიმე მნიშვნელოვან ფესტივალზე შესძლო წარმატების მოპოვება, მათ შორის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის დიდი პრიზი დაიმსახურა.

ორიგინალი „ოლდბოი“ ნობუაკი მინეგისისა და გარონ ცუტიას ავტორობით 1996-1998 წლებში გამოცემული მანგაა, რომელიც ჟურნალ Manga Action-ში იბეჭდებოდა და დიდი წარმატებით სარგებლობდა. მისი ინგლისური ვერსია კი ამერიკის ყველაზე ცნობილ კომიქსებისა და მანგას ჟურნალ Dark Horse Comics-ში დაიბეჭდა. მანგას მიხედვით, ისტორია შემდეგნაირად ვითარდება: 25 წლის სინიჩი გოტოს იტაცებს და ციხის საკნის ტიპის ოთახში ათავსებს, სადაც მხოლოდ ტელევიზორის ყურების უფლება აქვს. ათი წლის შემდეგ კი მას ათავისუფლებენ და სინიჩი სწორედ ამ ათწლიანი საიდუმლოს ამოხსნას იწყებს. ჩან ვუკ პარკის ფილმში მთავარ გმირს დაე-სუ ჰქვია და საპყრობილეში იგი 15 წელს ატარებს. გათავისუფლების შემდეგ კი ისიც მანგას გმირის მსგავსად გამოძიებას იწყებს.

უნდა ითქვას, რომ ჩან ვუკ პარკის ფილმი „ოლდბოი“ ამ სიუჟეტებზე დაფუძნებული ერთადერთი ფილმი არ არის. იგი ამ რეჟისორის მიერ გადაღებული ტრილოგიის მეორე ნაწილია. ტრილოგიაში ასევე შედის 2002 წლის „თანაგრძნობა ბატონ შურისძიებას“ და 2005 წლის „თანაგრძნობა ქალბატონ შურისძიებას“. არსებობს ბოლივუდური პროდუქციაც - სანჯაი გუპტას მიერ 2006 წელს გადაღებული „წარსულის ტყე“, რომელიც ზუსტად იმეორებს მანგა „ოლდბოის“ სიუჟეტს, თუმცა ის ოფიციალურ ეკრანიზაციად არ მიიჩნევა, რის გამოც ჩან ვუკ პარკის „ოლდბოის“ მწარმოებელმა სტდიამ Show East-მა სარჩელი სასამართლოშიც შეიტანა, მაგრამ სტუდიის გაკოტრებისა და ლიკვიდაციის გამო საქმე შეჩერდა.