შიმპანზეების საოცარი სმენითი შესაძლებლობები

აშშ – ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნებული ამერიკული ექსპერიმენტალური კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანის ვერბალურ ენაზე ინიცირებული შემპანზე ვოკალური სინთეზით წარმოთქმული სიტყვების გაგებას ახერხებს. ეგონათ, რომ ასეთი უნარი მხოლოდ ადამიანს ჰქონდა.
ადამინთა შორის გაზრდილი და ადრეული ასაკიდანვე ვერბალურ ენას შეჩვეული პანზე, ახალგაზრდა მდედრი შიმპანზე, იდეალური ობიექტი იყო ატლანტას ჯორჯიის უნივერსიტეტელი ლიზა ჰეიმბაუერის, მიქაელ ბერაბისა და მიქაელ ოვრენის (Lisa Heimbauer, Michael Beran, Michael Owren) ექსპერიმენტებისათვის.
მათ პანზეს მოასმენინეს კომპიუტერის სინთეტიკური ხმისაგან გამოცემული სიტყვები, ანუ დეფორმირებული, არასრული, ადამიანის ხმის სხვადასხვა სიხშირიანი სიტყვები. აღმოჩნდა, რომ ცხოველმა შეძლო, ამ სიტყვების უმრავლესობის გაგება, იმ პროპორციით, რაც შემთხვევით გაცემულ პასუხებს გამორიცხავს.
ადამიანისათვის ეს უკვე ბუნებრივი უნარი სპეციალისტებს უბიძგებს, ასეთი სტრუქტურა და უნიკალური შესაძლებლობები მხოლოდ ადამიანის ტვინს მიანიჭონ. „მხოლოდ ადამიანები არიან ერთადერთი სახეობები, რომელთაც ლინგვისტური არტიკულაცია შეუძლიათ მათივე ანატომიის წყალობით, ეს ჰიპოტეზა კი იმას ადასტურებს, რომ მათ ასევე აქვთ სპეციალიზირებული შემეცნებითი მოდული ლაპარაკთან მიმართებაში. მიუხედავად ამისა, არსებობს ალტერნატიული ხედვაც, რომ ცხოველებს გააჩნით ლაპარაკის აღქმის ფარული შესაძლებლობები“, განმარტავს ლისა ჰეიმბაუერი.
ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:
http://fr.news.yahoo.com/l%C3%A9tonnante-capacit%C3%A9-auditive-chimpanz%C3%A9s-082200029.html- Login to post comments