Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

რეგიონალური კონფერენცია "ელექტრონული სწავლება კავკასიაში – 2010"

2010 წლის 24-25 ივნისს თბილისში ჩატარდა რეგიონალური კონფერენცია "ელექტრონული სწავლება კავკასიაში 2010"

ბოლო წლებში ელექტრონული სწავლება“, შერეული სწავლება“ და მედია-საშუალებებზე დაფუძნებული სწავლება“ საკვანძო სიტყვებად იქცა სწავლებისა და განათლების სფეროში. რა მნიშვნელობა აქვს ამ ტერმინებს კავკასიის რეგიონში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების, სახელმწიფო და ბიზნესკორპორაციებისათვის?
სწავლების ისეთი ფორმები, როგორიცაა ელექტრონული და შერეული ტიპის სწავლება, დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს ისეთ ინსტიტუციებს, რომელთაც ჰყავთ ბევრი მსმენელი და ამავდროულად უხდებათ ბრძოლა რესურსების მოსაპოვებლად (მაგალითად, ადამიანური რესურსები, ფინანსები). გარდა ამისა, სწავლების ელექტრონული და შერეული ფორმები წამოჭრის ისეთ ამოცანებს, რომელთა გადაწყვეტისათვის საჭიროა დაწესებულებებში დაინერგოს მედია-საშუალებებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი.
სამხრეთ კავკასიის რეგიონში ელექტრონული სწავლების მიმართულებით რამდენიმე პროექტი განხორციელდა. ეს კონფერენციაც InWent-ის (კვალიფიკაციის ამაღლების საერთაშორისო გერმანული ორგანიზაცია) მიერ წარმატებით განხორციელებული ერთ-ერთი პროექტის ნაწილია და მას აფინანსებს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო. 2008 წლიდან ამ პროექტის ფარგლებში სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს 20-ზე მეტ დაწესებულებაში დამუშავდა და დაინერგა პილოტური ელექტრონული სასწავლო კურსები.
კონფერენციაზე “ელ. სწავლება კავკასიაში – 2010” წარმოდგენილ იქნა ელექტრონული სასწავლო კურსების დანერგვის პრაქტიკული მაგალითები კავკასიის რეგიონში; განხილულ იქნა ელექტრონული სწავლების პრობლემები და უპირატესობები. საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს კვალიფიციურმა სპეციალისტებმა კავკასიიდან, ევროპიდან და აფრიკიდან, რომლებიც მზად არიან თანამშრომლობისათვის.

ეს კონფერენცია არის ნაწილი პროექტისა „ ადამიანური რესურსების განვითარება ელექტრონული სწავლებისათვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, რომელიც განხორციელდა კვალიფიკაციის ამაღლების საერთაშორისო ორგანიზაციის InWent-ის მიერ, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით (BMZ).


საკონფერენციო თემები

კონფერენციაზე “ელექტრონული სწავლება კავკასიაში – 2010” განხილული იქნა სხვადასხვა საკითხები, მათ შორის: სტარტეგიული მიდგომა ელექტრონული სწავლების დანერგვისადმი, წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორები, ხარისხის უზრუნველყოფის რესურსები (ტექნიკური, ადამიანური) და სხვა.

კონფერენციაზე დეტალურად იქნა განხილული აღნიშნულ სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები, რამაც დამსწრეებს ელექტონული სწავლების სხვადასხვა ფაქტორის შეფასების საშუალება მისცა.
ქვემოთ მოყვანილია საკონფერენციო თემების მოკლე მიმოხილვა:
როტაციული საკითხები:
• ელექტრონული სწავლების სტრატეგია;
• ელექტრონული სწავლების ტექნოლოგია;
• ხარისხის მართვა და აკრედიტაციის პრობლემები ელექტრონული სწავლებისათვის;
• ელექტრონული სწავლების წარმატებული ქსელები (საერთაშორისო და რეგიონალური მასშტაბით);
• ელექტრონული სწავლება შორეულ რეგიონებში;
სექტორების თემები
• ელექტრონული სწავლება ტურიზმში;
• ელექტრონული სწავლება ბიზნესსა და სამუშაო ადგილზე;
• ელექტრონული სწავლება და შერეული სწავლება პროფესიულ განათლებაში;
• ენის სწავლება მედია-ტექნოლოგების გამოყენებით;
• მასწავლებელთა და ტრეინერთა მომზადება;
• კავკასიის უნივერსიტეტები და ელექტრონული სწავლება;

• სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე და ინოვაციური მიდგომა ელექტრონული სწავლებისადმი;


მიზნობრივი აუდიტორია

მომხსენებლები და სტუმრები წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი ორგანიზაციებიდან:
• სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებები;
• სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პროფესიული სწავლების დაწესებულებები;
• ელ. სწავლების საერთაშორისო ქსელების ხელმძღვანელები;
• იმ უნივერსიტეტების წარმომადგენლები, რომლებიც მსმენელებს სთავაზობენ სწავლების ელექტრონულ ფორმას;
• კორპორატიული სასწავლო ერთეულები;
• ტურისტული ორგანიზაციები;
• გადაწყვეტილების მიმღები პირები იმ უნივერსიტეტებიდან და სხვა სასწავლო დაწესებულებებიდან, რომელთაც ესაჭიროებათ ინფორმაციის მიღება სწავლების ელექტრონული ფორმის მასშტაბზე კავკასიის რეგიონში;
• წარმომადგენლები ამიერკავკასიის სამი ქვეყნის განათლების სამინისტროებიდან.

სრული ინფორმაციისათვის კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ საიტს http://www.ice.ge/new/ ან კონფერენციის ორგანიზატორებს შემდეგ მისამართზე:
ანდრეას ჰორფურტერი (კოორდინატორი გერამანიიდან) : ( a.hoerfurter@common-sense.at
საკონტაქტო პირების ელექტორნული მისამართი საქართველოში:
პროფესორი ირაკლი შუღულაია: irakli_germ@yahoo.de ; ტელ.: 899 67 85 86
პროფესორი მარიამ მანჯგალაძე: mariam@ice.ge; ტელ.: 899 105 140
პროფესორი თამარ ლომინაძე: tlominadze@yahoo.com; ტელ.: 899 18 17 69