Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი თაობის ბიბლიოთეკები

29/06/2010 - 12:00
29/06/2010 - 13:00
Etc/GMT+4

ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 29 ივნისს 12 საათზე გაიმართება ი.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის სპეციალისტებისათვის  სერთიფიკატების გადაცემა. 2010 წლის 26 აპრილიდან – 18 ივნისის ჩათვლით საბიბლიოთეკო კვალიფიკაციის ამაღლების კურსი გაიარა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის 62-მა სპეციალისტებმა. საბიბლიოთეკო კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო  კურსი გაიარეს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების,  ცენტრალური ბიბლიოთეკების ბიბლიოთეკარებმა და ხელმძღვანელებმა. მათ შორის ხელნაწერების ეროვნული ცენტრის; იუსტიციის სამინისტროს; ეროვნული მუზეუმის, ლიტერატურის ინსტიტუტის ბიბლიოთეკების თანამშრომლებმა. ასევე ტრენინგი გაიარა 50-ზე მეტმა სკოლის ბიბლიოთეკარმა. 2007 წელს საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბაზაზე დააარსა ბიბლიოთეკართა კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივმოქმედი სასწავლო ცენტრი. ვ.უზნაძის სახელობის სასწავლო ცენტრში რეგულარულად მიმდინარეობს სემინარები, ტრენინგები და პრეზენტაციები საბიბლიოთეკო და საინფორმაციო საქმის სხვადასხვა საკითხებზე.