Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

თსუ-ში 2011 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

თსუ-ში 2011 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა -

undefined

2011 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატში სწავლა 3000-მდე სტუდენტმა დაასრულა. თსუ-ის 2011 წლის კურსდამთავრებულების გამოშვების საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, თსუ-ის რექტორი ალესანდრე კვიტაშვილი და უნივერსიტეტის აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბაკალავრების გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრადიციულად ყოველ წელს იმართება. ტრადიცია არც წელს დაირღვა, ბაკალავრებს სწავლის დამთავრება მიულოცეს და მომავალი წარმატებები უსურვეს მთავრობის წევრებმა, ცნობილი კომპანიების წარმომადგენლებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.

ღონისძიების ფარგლებში 2011 წლის გამოშვების წარჩინებულ სტუდენტთა  სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ხოლო  ოფიციალური  ნაწილის  დასრულების  შემდეგ,  მანტიებში გამოწყობილმა ბაკალავრებმა ქუდების აყრით აღნიშნეს მათთვის ახალი ცხოვრების დაწყება.
 

[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]