Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

გოეთეს „მიძღვნა“

02.08.2011 [გიორგი მახობეშვილი]

a8602

„მე მეტისმეტად მიწიერი ადამიანი ვარ, - სწერდა გოეთე იოჰან ლაფატერს, - მე ვფიქრობ, რომ შექმნილი ვარ სიმართლისაგან, ჩემი ხუთი გრძნობის სიმართლისაგან, - და დაე ასეთ კაცად შემიწყნაროს უფალმა ღმერთმა, როგორც მიწყნარებდა აქამდე“, თუმცა წინამდებარე ლექსი მიწიერი არ არის და არც მისი ავტორი ყოფილა მთლად მიწიერი, მის შექმნაზე, ალბათ, განსაკუთრებით იზრუნა ღმერთმა, რადგან გოეთეს გერმანიისათვის, მთელი მსოფლიოსათვის რაღაც განსაკუთრებული უნდა ეთქვა.
...
მარტო „ქარიშხლისა და შეტევის“ ეპოქა კი არ იყო გოეთესა და შილერის ხანა. ეს გახლდათ, როგორც მაშინ უწოდებდნენ „გენიოსების ეპოქა“. სწორედ დაღვინებული გენიოსობისათვის დამახასიათებელი მოტივები ჩანს ამ ნაწარმოებში. ახალი ეტაპი, ახალი დრო იწყება გოეთესათვის. დაუდგრომელი ტალანტი ნელ-ნელა მშვიდდება. სწორედ ამის მერე ხდება დიდი ტალანტი ნამდვილი „ზეკაცი“, ილიასეული „მყინვარი“. თუმცა ესეც პირობითია. ესაა მხოლოდ, გოეთე ჭაბუკურ ზრახვებს სცილდება: „ცთუნების საფრთხე გელოდება კვლავ მრავალგვარი, / ვერ დაიურვებ თავბრუდამხვევ ჭაბუკურ ზრახვებს. / არ მოგიხდია მამაკაცის ამქვეყნად ვალი / და დიდ ზეკაცად შენი თავი უკვე დასახე. / რით განსხვავდები სხვებისაგან, რითი ხარ ქველი? / შეიცან თავი, მშვიდ ცხოვრებას მოჰკიდე ხელი“.
...

სრულად: http://www.presa.ge/new/index.php?m=art&AID=7513