Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

კოსმოსურმა ზონდმა "პამელამ" დედამიწის გარშემო ანტიმატერიის სარტყელი აღმოაჩინა

_54442017_e0800021-earth_s_magnetosph
"მაგნეტოსფეროს" მხატვრისეული წარმოსახვა. ანტიპროტონები არსებობენ "ვან ალენის" (Van Allen) (წითელი) შიდა და გარე სარტყლებს შორის, დედამიწის გარშემო.

პირველად განხორციელდა ანტიპროტონების (ანტიმატერიის ნაწილაკების) თხელი ზოლის დაკვირვება დედამიწის გარშემო.
აღმოჩენა, რომელიც აღწერილია ასტროფიზიკურ ჟურნალში Astrophysical Journal Letters, ადასტურებს თეორიული შრომას, რომელმაც იწინასწარმეტყველა, რომ დედამიწის მაგნიტურ ველში შესაძლებელია არსებობდეს "მომწყვდეული" ანტიმატერია.

მეცნიერთა ჯგუფი აცხადებს, რომ მცირე რაოდენობის ანტიპროტონები არსებობენ ვან ალენის, ანუ მაგნიტურ ველში "მომწყვდეული" "ნორმალური" მატერიის, სარტყლებს შორის.

მკვლევარები აცხადებენ, რომ შეიძლება ანტიმატერიის რაოდენობა მომავალი კოსმოსური ხომალდის საწვავისათვის იყოს საკმარისი.

ანტიპროტონები აღმოაჩინა სატელიტურმა სადგურმა "პამელამ" (აბრევიატურა Pamela  - Payload for Antimatter Matter Exploration and Light-nuclei Astrophysics). იგი გაშვებულ იქნა 2006 წელს, რათა შეესწავლა მაღალი ენერგიის ნაწილაკები მზეზე და მზის სისტემის ფარგლებს გარეთ  - ე.წ. კოსმიური სხივები.

წყარო (ინგლისურად): http://www.bbc.co.uk/news/science-environment-14405122