Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ეროვნული არქივი განახლდება

cror3_19146_4e4210065444e

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი კინოფირების ყველაზე მასშტაბური საცავია საქართველოში, რომელიც მუდმივად ივსებოდა დოკუმენტური მასალით. შეიძლება, ითქვას, რომ ეს ფასდაუდებელი განძია, სადაც მე-20 საუკუნის საქართველოს მოძრავი ისტორია ხმით და გამოსახულებით არის ასახული.

ეროვნულ არქივში დაცულია დოკუმენტური ფილმების, კინოსიუჟეტებისა და კინოჟურნალების ნეგატივები, პოზიტივები, მაგნიტური და ოპტიკური ფონოგრამები. როგორც ცნიბილია, საბჭოთა კავშირის დროს ეროვნულ არქივში შესანახად მასალა გადადიოდა დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანედან“ და სატელევიზიო ფილმების სტუდიიდან.

არქივში მომხდარი ტექნიკური ცვლილებების შემდეგ ქართველმა დოკუმენტალისტებმა ისევ დაიწყეს ფილმების ჩაბარება ეროვნულ არქივში შესანახად. არც ისე დიდი ხნის წინ რეჟისორმა მერაბ გაგუამ ეროვნული არქივის კინოგანყოფილებას მთელი თავისი შემოქმედება გადასცა შესანახად, ოპერატორმა გივი ყურელმა კი თავისი გადაღებული ფილმები, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ყველა მკვლევარისათვის. გარდა ამისა, ეროვნულმა არქივმა 3 წლის წინ გამოთქვა ინიციატივა შეესყიდა თანამედროვე რეჟისორთა დოკუმენტური კინონამუშევრები. „დღეს არქივი ინტენსიურად მუშაობს. გაჩნდა ახალი სტრატეგია და მიდგომები. გვინდა მოვაწყოთ ქიმიური ლაბორატორია, სადაც შავ-თეთრი ასლების დამზადებას შევძლებთ. ის ლაბორატორია, რაც საბჭოთა კავშირის დროს არქივში არსებობდა, რასაკვირველია, დღეს უკვე მოძველებულია.“ - ამბობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კინო-ფოტო-ფონო არქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე.

გიორგი კაკაბაძის თქმით, საცავისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტაბილური რეჟიმის მიღწევა არის, რისთვისაც არქივის ხელმძღავნელობა უკვე ხუთი წელია იღვწის. სავენტილაციო სისტემის შეცვლა, კონდიცირება და სარემონტო სამუშაოების საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რაც თანდათან დასასრულს უახლოვდება. 10-12 C0 ტემპერატურა და 40-50%-ის ტენიანობა ის რეჟიმია, რაც კინოფირების შენახვას სჭირდება. „არქივისათვის მთავარი ამოცანა ფირების შენახვა და ციფრული ფონდის შექმნაა, რომელიც დაინტერესებულ პირებს მოემსახურება. ეროვნულ არქივში დაცული კინომასალა ას წელზე მეტს ითვლის და კიდევ ასი წელი, რომ გაძლოს, ამისთვის არქივის კინოგანყოფილება ყოველწლიურად აკეთებს ერთწლიან სამოქმედო გეგმას, სადაც განსაზღვრულია აუცილებელი და ყველაზე საჭირო სამუშაოები, ფირის ფიზიკური შემოწმება - დამუშავება და სხვადასხვა საარქივო ღონისძიებების გატარება, აღწერილობის დაზუსტება, კატალოგების გაკეთება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც არქივს აკისრია, ეს მკვლევარების მომსახურებაა. ეროვნულ არქივში არსებული მასალებით სარგებლობენ ტელევიზიები, სტუდიები, უცხოელი მკვლევარები და ა.შ. რომელთაც მათთვის საინტერესო კადრების ციფრულ ასლებს ვაწვდით. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ამ ეტაპზე ფირების რკინის კოლოფებიდან პლასტმასის კოლოფებში გადატანის პროცესი მიმდინარეობს. 70-ზე მეტი წლის წინანდელი კოლოფები უკვე დაჟანგდა, რაც თვითონ ფირების შემადგენლობამ გამოიწვია, და ახლა ჟანგი ფირებს აფუჭებს. ამავე დროს მიმდინარეობს დაზიანებული ფირების აღდგენა-გაწმენდა, რაშიც ჩვენ თანამედროვე ტექნიკის ჩართვა გვსურს. მართალია ძალიან მცირეა, მაგრამ მაინც გვაქვს ისეთი ფირები, რომლებიც ისეა უკვე დაზიანებული, რომ მათი მოჭრა ხდება, თუმცა საავარიო ფირების ასლები ძირითადად გაკეთებული გვაქვს.“ - ამბობს გიორგი კაკაბაძე.

ეროვნული არქივის ერთ-ერთი ინიციატივა არქივის ბაზაზე დოკუმენტური სტუდიის შექმნა არის, სადაც რეჟისორები და ოპერატორები ახალ დოკუმენტურ ფილმებზე იმუშავებენ, რაც არქივს დარჩება და მომავალ თაობებს უკვე 21-ე საუკუნის საქართველოზე მოუყვებიან. როგორც ცნობილია, ბოლო 3 წლის მანძილზე გიორგი კაკაბაძემ არქივის ბაზაზე ოთხი დოკუმენტური ფილმის გადაღება შესძლო, რომელთაც, კიევში საფესტივალო წარმატებაც ხვდათ წილად.