Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ბათუმის განახლებული კულტურის ცენტრის გაიხსნა

19289_4e4a2cdc96258

ბათუმის კულტურის ცენტრი, რომელსაც ოპერისა და ბალეტის თეატრადაც მოიხსენიებენ, ახალი მიუზიკლით, „ქეთოს და კოტეს“ პრემიერით გაიხსნა, რომელიც ვიქტორ დოლიძის საოპერო და არჩილ კერესელიძის კინომუსიკის ახლებური არანჟირებით ნიკა მემანიშვილმა წარმოადგინა. დეკორაციებისა და კოსტიუმების ავტორი, მხატვარი თამარ კვესიტაძეა, რომელიცსაქართველომ ვენეციის ბიენალეზე ორჯერ 2006 და 2011 წლებში წარადგინა. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი დავით დოიაშვილია. ქეთოს პარტიას სოფო ნიჟარაძე ასრულებს, კოტეს - ნიკა ბერიძე. სამსახიობო ჯგუფში არიან ცნობილი საოპერო მომღერლები - ბარიტონი ლადო ათანელი და ბანი პაატა ბურჭულაძე, პრიმა ბალერინა - ნინო ანანიაშვილი, ქართული ესტრადის წარმომადგენლები, მათ შორის არიან ნანი ბრეგვაძე და ნინო ქათამაძე.

პრემიერას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე და პირველი ლედი სანდრა რულოვსი დაესწრნენ. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბათუმის განახლებულ კულტურის ცენტრში „ქეთოს და კოტეს“ პრემიერის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ: „ამ სპექტაკლით ბათუმის ახალი კულტურის ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანია. ეს არის ახალი ჟანრის დაბადება და ჩვენი კულტურის აღორძინების დასაწყისი... ეს არის გვირგვინი იმის, რაც საქართველოში ბოლო წლებში კეთდება.“

ბათუმის კულტურის ცენტრის შენობა 1953 წელს გაიხსნა. ნაგებობა სოცრეალისტური ტიპის არის, განახლების შემდეგ მისი სტილი მოდერნის ელემენტებით შეიცვალა.