Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

შვეიცარიის ლუგანოს უნივერსიტეტის პროფესორები გელათის აკადემიაში

თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავრაციისა და ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტი და ლუგანოს უნივერისტეტი მეორე წელია ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით პროგრამას ახორციელებენ, რომელიც ერთის მხრივ, სამხატვრო აკადემიაში ქვის კონსერვაციის სასწავლო კურსის დანერგვას და მეორე მხრივ, ქართველ სპეციალისტებთან და სტუდენტებთან ერთად, კონკრეტულ პროექტებზე ერთობლივი სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს. სწორედ, ამიტომ გელათის აკადემიაში კულტურული მემკვიდრეობის სფეროს წამყვანი სპეციალისტები შეიკრიბებიან, რომლებიც ძეგლთა დაცვისა და აღდგენის სფეროში ქვის კოსერვაციის, როგორც დარგის ერთ-ერთი ურთულესი პროცესის თანამედროვე მეთოდოლოგიურ ხედვებს უცხოელი კოლეგებისგან მოისმენენ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ორგანიზებით ხვალ გელათის აკადემიაში შვეიცარიის ლუგანოს უნივერსიტეტის პროფესორები - ჯოვანი კავალო და სტეფანო ვოლტა, ქართველი რესტავრატორებისთვის ქვის კონსერვაციის თემაზე სემინარს გამართავენ და ადგილზე გააცნობენ იმ ჩატარებულ სამუშაოებს, რომელიც გელათის არქიტექტურულ ანსამბლში განხორციელდა. 

ამჟამად ჯოვანი კავალო და სტეფანო ვოლტა ქართველ სტუდენტებთან ერთად, გელათის წმ. გიორგის ეკლესიის კარის ორნამენტის კონსერვაციაზე მუშაობენ. მათივე მეთოდოლოგიური ზედამხედველობით ხორცილდება გელათის არქიტექტურულ ანსამბლში შემავალ ნაგებობათა ქვის კონსერვაცია, რომელსაც ქართველი სპეციალისტები ლუგანოს უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილებით ახორციელებენ.